თავადი მიშკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავადი ლევ ნიკოლაის ძე მიშკინი (რუს. князь Лев Николаевич Мышкин) — ფიოდორ დოსტოევსკის რომანის, „იდიოტის“ პროტაგონისტი. დოსტოევსკის სურდა შეემნა პერსონაჟი რომელიც „სრულად პოზიტიური, აბსოლიტურად მშვენიერი ბუნების მქონე“, ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრების სახე იქნებოდა.[1]

„იდიოტის“ დასაწყისში, თავადი მიშკინი შვეიცარიაში ოთხწლიანი ყოფნის შემდეგ, სადაც ეპილეფსიის სამკურნალოდ სანატორიუმში იყო, 26 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც გამოჯანმრთელდა და გააჩნდა იურიდიული დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის უფლებაზე, ის ბრუნდება რუსეთში. პეტერბურგში მის პატიოსნებას, უგუნორობას და ძველ სამკურნალო ისტორიას ბევრი მიჰყავს ცრუ დასკვნამდე, რომ ის „იდიოტია“. სინამდვილეში, მიშკინს გააჩნია ღრმა აზროვნების უნარი, კომპლექსური ინტელექტი და სიბრძნე, რომლის მსგავსაც რომანის სხვა პერსონაჟში ვერ შევხვდებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Frank, Joseph (2010) Dostoevsky A Writer in His Time. Princeton University press, გვ. 577. ISBN 978-0-691-12819-1.