პარფენ როგოჟინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პარფენ სემიონის ძე როგოჟინიფიოდორ დოსტოევსკის რომანის, „იდიოტის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი.

გარეგნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტორს როგოჟინი შემდეგნაირად ჰყავს დახასიათებული:

ვიკიციტატა
„ერთი მათგანი, ასე ოცდაშვიდი წლისა, ტანმორჩილი იყო, თითქმის შავი, ხუჭუჭა თქმისა და ნაცრისფერი, წვრილი, მაგრამ ცეცხლოვანი თვალების მქონეს ცხვირი განიერი, გაბრტყელებული ჰქონდა, პირისახე - ღაწვმაღალი, თხელ ტუჩებზე ერთთავად თავხედური, დამცინავი, ლამის ავი ღიმილი უკრთოდა. სახის ქვედა ნაწილის არაკეთილშობილურ იერს მაღალი, გადატკეცილი შუბლი ალაზათიანებდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი გახლდათ სახის მკვდრული სიფერმკრთალე, რაც ღონემიხდილობის შთაბეჭილებას ბადებდა, მიუხედავად იმისა, რომ ყმაწვილკაცს საკმაოდ ძლიერი აღნაგობა ჰქონდა. ამმასთანავე, მისი სახიდან ვნებიანობა გამოსჭვიოდა, რაც მის თავხედურ, უხეშ ღიმილს და თვალთა მკვეთრ, თვითკმაყოფილ გამომეტყველებას არ შეესაბამებოდა...“

[1]

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანში პარფენ როგოჟინი აღწერილია როგორც ვნებიანი, ფეთქებადი, აღვირახსნილი ადამიანი. რომანში მისი ხასიათი და თვისებები სრულიად ეწინააღმდეგება თავადი მიშკინის თვისებებს, ისინი ერთმანეთისგან გარეგნობითაც დიამეტრალურად განსხვავდებიან. როგოჟინი ვნებიანად, სიგიჟემდეა შეყვარებული ნასტასია ფილიპოვნაზე და დიდი თანხის მოძიების შემდეგ, მიდის კიდეც მასთან რათა თავად ითხოვოს. როდესაც ნასტასია ფილიპოვნა თავადთან ჯვრისწერის დღეს როგოჟინთან ერთად გაიქცევა, პარფენი ფილიპოვნას დანით კლავს, რადგან ხვდება რომ ქალს გულწრფელად უყვარს თავადი. რომანში პარფეონი სიმბოლიზირდება როგორც ანტიქრისტე, ეშმაკის სახეხატი, განსხვავებით თავადი მიშკინისგან, რომელიც ქრისტეს და ჭეშმარიტი ქრისტიანის განსახიერებაა, როგოჟინი განასახიერებს ცოდვილ ადამიანს მთელი მისი მანკიერებითა და ცოდვებით. თუმცა, თავადი მიშკინი, როგორც ადამიანური ცოდვების ჭეშმარიტი გამომსყიდველი, ყოვლისშემძლე იესო ქრისტე, აპატიებს როგოჟინს უდიდეს ცოდვას - ნასტასია ფილიპოვნას მკვლელობას და ანუგეშებს პარფენს. როგოჟინის გმირი სიმბოლურია და ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟი გვევლინება. პარფენმა ადამიანთა ცხოვრებაში გამოჩენით მათზე განუზომელი კვალი დატოვა. როგოჟინი ავლენს ცბიერებას როდესაც ერთის მხრივ ძმობის ნიშნად თავადს ჯვარს გაუცვლის, მეორეს მხრივ კი მის მოკვლას შეეცდება, რასაც თავადი მიუტევებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფიოდორ დოსტოევსკი - იდიოტი; გვ. 7; თარგმანი - გივი კიკილაშვილი, 2021; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ISBN 978-9941-30-82-6