ზღვის ლომი (ცხოველი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზღვის ლომი
Sealion052006.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ქვერიგი: ფარფლფეხიანები
ოჯახი: ყურებიანი სელაპები
სახეობა: ზღვის ლომი
ლათინური სახელი
Otariinae
დაცვის სტატუსი

ზღვის ლომი, ყურებიან სელაპისებრთა ოჯახის 5 სახეობის ზოგადი სახელწოდება. სქესმწიფე მამლის აიგრძე 2-3,6 მ აღწევს, წონა 200-1250 კგ-მდე, დედლისა — 1,8-2,8 მ, 90-400 კგ. სხეული დაფარული აქვთ თითქმის ერთფეროვანი (ღია რუხიდან ყავისფრამდე) ბალნით. ხუთივე სახეობა სხვადასხვა გვარს ეკუთვნის. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში — კალიფორნიიდან მექსიკამდე, გალაპაგოსის კუნძულებთან და იაპონიის ზღვაში, აგრეთვე სამხრეთ ნახევარსფეროში. ყველა ზღვის ლომი პოლიგამიური ცხოველია. ცხოვრობენ ჯოგებად. ზაფხულ-შემოდგომაზე გროვდებიან თავშესაყარ ადგილებში (კუნძულებზე), სადაც მრავლდებიან, კვებავენ ნაშიერს, იქვე მოითავებენ განგურს. დანარჩენ დროს ზღვაში ატარებენ. ზღვის ლომის რეწვის ძირითადი პროდუქტებია კანქვეშა ცხიმი და ტყავი. კალიფორნიულ ზღვის ლომს (Zalophus celifornianus) ხშირად ცირკისათვის წვრთნიან.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 550, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე