ზღვის კურდღელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ზღვის კურდღელი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Erignathus barbatus | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
| არეალი | ||||||||||||||
ზღვის კურდღელი, ლახტაკი (Erignathus barbatus) — ფარფლფეხიანი ნამდვილ სელაპისებრთა ოჯახისა. მისი სხეულია სიგრძეა 2,2-2,6 მ, წონა — 225-360 კგ. აქვს რუხ-ყავისფერი ბალანი და ზოგჯერ ზურგზე ღია ფერის ლაქები. ბინადრობს ატლანტიკის არქტიკულ რაიონებში, თეთრ, ბარენცის, კარის, ჩუკოტკის, ბერინგისა და ოხოტის ზღვებში. ცხოვრობს, ჩვეულებრივ, ერთეულებად, წყალმარჩხ ადგილებში. მრავლდება გაზაფხულზე მოდრეიფე ყინულზე. იკვებება ფსკერის უხერხემლოებით, იშვიათად — თევზით. ძვირფასი სარეწაო ობიექტია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 550, თბ., 1979 წელი.