ზურგისძვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურგისძვალი
მთა ზურგისძვლის ხედი სოფ. კისისხევიდან
მთა ზურგისძვლის ხედი სოფ. კისისხევიდან
კოორდინატები: 42°01′53″ ჩ. გ. 45°55′39″ ა. გ. / 42.03139° ჩ. გ. 45.92750° ა. გ. / 42.03139; 45.92750
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კახეთის მხარე
დაღესტანი
სიმაღლე 2766 
ქედი კახეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და ქვიშაქვა
ზურგისძვალი — საქართველო
ზურგისძვალი
ზურგისძვალი — კახეთის მხარე
ზურგისძვალი
სურათები ვიკისაწყობში

ზურგისძვალიმთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადის — დურუჯის სათავეებში, საქართველოსა და რუსეთის დაღესტნის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2766 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ზურგისძვლის ჩრდილოეთი და დასავლეთი კალთები ციცაბოა, აღმოსავლეთი — დამრეცი. მდინარე შავი დურუჯისაკენ (დურუჯის ერთ-ერთი სათავე) მიმართული კალთა გაშიშვლებულია, დანარჩენი შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]