ზურაბ შანშოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზურაბ შანშოვანიქართველი გრამატიკოსი, ქართულად დაწერილი ქართული ენის გრამატიკის პირველი ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოვრობდა XVIII საუკუნის I ნახევარში. 1737 წელს მოსკოვში ვახტანგ VI-ის დაკვეთით დაწერა „მოკლე ღრამატიკა ქართულისა ენისა“. მისი ნაშრომი იყო ფილოლოგიური ხასიათისა, რომელსაც ეტყობოდა უცხოური ენების გრამატიკის გავლენა. მან შენიშნა ქართული ენის ზოგიერთი თავისუბურება, მაგალითად ზმნის ცვლა სუბიექტისა და ობიექტის პირის მიხედვით. შეუმჩნეველი დარჩა ზოგიერთი არსებითი ხასიათის მოვლენა, მაგალითად მოთხრობითი ბრუნვა. შანშოვანის მიერ გამოყენებული ტერმინები „ზმნა“, „სახელი“, „მყოფადი“ დღესაც იხმაარება. მას ასევე ეკუთვნის რამდენიმე ფილოსოფიური თხზულების თარგმანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]