ზურაბ მეძმარიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეძმარიაშვილი.
ზურაბ მეძმარიაშვილი
დაიბადა 28 აგვისტო, 1924
დაბადების ადგილი ბაში, სამტრედიის რაიონი
გარდაიცვალა 2 აპრილი, 2012 (87 წლის)
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვარი

ზურაბ (ილამაზ) მეძმარიაშვილი (დ. 28 აგვისტო, 1924, სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი — გ. 2 აპრილი, 2012) — ქართველი მხატვარი, პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო ტექნიკუმი ფერწერის განხრით, 1950 წელს კი — საქართველოს სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.

1951 წელს წავიდა სიმფეროპოლში, სადაც სამხატვრო სასწავლებელში ასწავლიდა. 1952 წელს დაბრუნდა თბილისში, ასწავლიდა სამხატვრო სასწავლებელში. 1953 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტიპლიკაციურ საამქროში დამდგმელ მხატვრად. 1954 წლიდან გადავიდა მხატვრული ფილმების მხატვრად. 1981 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი მხატვარი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. დამდგმელი მხატვარია ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორიცაა: „ჩრდილი გზაზე“ (1956), „საბუდარელი ჭაბუკი“ (1957), „ჯარისკაცის მამა“ (1964), „ნერგები“ (1972), „მშობლიურო ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი)“ (1980), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (1989), „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ (2008) და სხვა.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1969 — საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1978 — სსრკ წარჩინებული კინემატოგრაფისტის ნიშანი
  • 1985 — საქართველოს სახალხო მხატვარი

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი მხატვარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]