ზოლიანი ვეშაპისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ზოლიანი ვეშაპისებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Balaenopteridae | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ზოლიანი ვეშაპისებრნი (Balaenopteridae), ზღვის ძუძუმწოვრების ოჯახი უკბილო ვეშაპების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-იდან 33 მ-მდე აღწევს. მუცელზე და ყელზე 14-120 გასწვრივი ზოლი — ნაკეცი გასდევთ (აქედანაა სახელწოდებაც). ვეშაპის ულვაშის ფირფიტები ფართოა, 1 მ-მდე სიმაღლისა, უხეშფოჩებიანი. ზოლიანი ვეშაპისებრნი ფართოდ არიან გავრცელებული მსოფლიო ოკეანეში. იკვებებია პლანქტონური კიბოსნაირებითა და პატარ-პატარა თევზებით. გაზაფხულზე გადადიან ცივ წყალში ცხიმის დასაგროვებლად. შემოდგომაზე კი — ზომიერ და თბილ წყალში გასამრავლებლად. ცოცხლობენ 50 წლამდე. ოჯახში 2 გვარია რამდენიმე სახეობით: ფინვალი, ლურჯი ვეშაპი, ბრაიდის ზოლებიანი ვეშაპი, სეივალი, კუზიანი ვეშაპი და სხვა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 526, თბ., 1979 წელი.
სტატიის