სეივალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სეივალი
Balaenoptera borealis 2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Balaenoptera borealis
დაცვის სტატუსი

სეივალი (Balaenoptera borealis) — ზღვის ძუძუმწოვარი უკბილო ვეშაპების ქვერიგისა.მისი სხეულის სიგრძე 18,8 მ აღწევს. აქვს მუქი ზურგი, ნაცრისფერი გვერდები, რომლებზეც წვრილი თეთრი ლაქები აყრია, მუცელი ზოგის ნაცრისფერია, ზოგისა — თეთრი. ზურგის ფარფლი მოზრდილია. სეივალი კოსმოპოლიტია — გავრცელებულია არქტიკიდან ანტარქტიკამდე. იკვებება კიბოსნაირებით, თავფეხიანი მოლუსკებით. მაკეობა 1 წლამდე გრძელდება. სეივალი რეწვის ობიექტია, რის გამოც მისი რაოდენობა თანდათან მცირდება.

ლიტერატურა [რედაქტირება]