ზესხოს უღელტეხილი
ზესხოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°55′32″ ჩ. გ. 43°14′09″ ა. გ. / 42.925750° ჩ. გ. 43.235861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2562 მ |
ქედი | ზესხოს ქედი |
ზესხოს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზესხოს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2562 მ. ზესხოზე გამავალი სასაპალნე გზა აკავშირებს ცხენისწყლისა და ზესხოს (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ზემო დინებათა ხეობებს. ზესხოს მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სანებლიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 364.