ზემგალე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლატვიის რეგიონების რუკა. ზემგალე აღნიშნულია მწვანედ.

ზემგალე (ლატვ. Zemgale), ზემგალია (ისტორიულ ლიტერატურაში ასევე სემიგალია) — ისტორიული რეგიონი ლატვიაში, სახელწოდება მიიღო ბალტიისპირეთის ძველი მაცხოვრებლების ზემგალებისაგან. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდინარე დაუგავის მარცხენა ნაპირზე.

ისტორია[რედაქტირება]

შუა საუკუნეებში ზემგალია შედიოდა კურზემეს შემადგენლობაში. XIII საუკუნეში დაიპყრეს გერმანელმა რაინდებმა და გახდა ლივონიის შემადგენელი ნაწილი. 1561 წლიდან კურლანდიის საჰერცოგოს შემადგენლობაშია. 1795-1917 წლებში კურლანდიის საჰერცოგოს აღმოსავლეთი ნაწილი რუსეთის იმპერიის კუთვნილებაა.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება]

რეგიონის მტავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა რუნდალის სასახლე, რომელიც აშენებულია რასტრელის პროექტის მიხედვით. ყოველწლიურად ივლისის სამი კვირის განმავლობაში აქ მიმდინარეობს ძველი მუსიკის ფესტივალი.

ელგავაში - კურლანდიის საჰერცოგოს დედაქალაქში მდებარეობს ჰერცოგის სასახლე, რომელიც ასევე რასტრელის მიერაა აგებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]