ზებუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზებუ
Bos taurus indicus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ოჯახი: ძროხისებრნი
გვარი: ნამდვილი ხარი
სახეობა: პირველყოფილი ძროხა
ლათინური სახელი
B. p. indicus

ზებუ, კუზიანი საქონელი (ლათ. Bos indicus) — წარმოშობით შინაურ ძროხას უახლოვდება. კისრისა და მინდაოს წინა ნაწილში აქვს კუზი, რომლის მასაა 5-8 კგ. ფერად შავი, წითელ-ჭრელი, თაფლა, ნაცრისფერი და წაბლაა. ზრდასრული ფურის საშუალო მასა 250-270 კგ, უდიდესია 550 კგ, კუროსი 300-350კგ, უდიდესია 800 კგ-მდე. ვარაუდობენ, რომ ზებუ მოშინაურებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2-3 ათასი წლის წინ. გავრცელებულია ინდოეთში, აფრიკაში, ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ოლქებში, ახლო აღმოსავლეთში. კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას. ნაკლავის გამოსავალი 45-50%. წლიური ნაწველი 500-600კგ, უდიდესია 1500 კგ-მდე, რძის ცხიმიანობა 4,5-5%. ძროხასთან შეჯვარებით გამოყვენილია რამდენიმე ახალი ჯიში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გოცირიძე ნ., ქსე, ტ. 4, გვ. 492, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზებუ&oldid=2597327“-დან