ზებეყურის ქედი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზებეყურის ქედი, საშუალო სიმაღლის ქედი სამხრეთ ოსეთში, მდინარეების ლეხურისა და ქსნის წყალგამყოფი. გამოეყოფა ხარულის ქედს ცხრაწყაროს მწვერვალთან. უმაღლესი ადგილია ზებეყურის მწვერვალი (2118 მ). აგებულია ცარცული და პალეოგენური კირქვებით, მერგელებით, თიხაფიქლებით, თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. აღმოსავლეთი კალთა გრძელია და დამრეცი, დასავლეთი — მოკლე და ციცაბო. შემოსილია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყით, თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დევდარიანი გ., ქსე, ტ. 4, გვ. 492, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები