ვოსტოკის სადგური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტარქტიდული სადგური
Wostok-Station core32.jpg
ვოსტოკის სადგური
სტატუსი მოქმედი
მდებარეობა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
დაარსების თარიღი 1957 წლის 16 დეკემბერი
მეცნიერ-მუშაკთა რაოდენობა 25 კაცი (ზაფხულში)
13 კაცი (ზამთარში)
სინოპტიკური ინდექსი 89606
მეტეომოედნის სიმაღლე 3488 მ
კოორდინატები 78°27′51″ ს. გ. 106°50′14″ ა. გ. / 78.46417° ს. გ. 106.83722° ა. გ. / -78.46417; 106.83722

ვოსტოკის სადგური მდებარეობა ანტარქტიდა

Red pog.png
ვოსტოკის სადგური
ვიკისაწყობის ლოგოტიპი ვოსტოკის სადგური  ვიკისაწყობში

ვოსტოკის სადგური (რუს. Станция Восток) — რუსული სამეცნიერო-კვლევითი სადგური ანტარქტიდაში, სამხრეთ გეომაგნიტური პოლუსის რაიონში, პრინცესა ელისაბეთის მიწაზე. მდებარეობს სიცივის პოლუსის სამხრეთით, სადაც 1983 წლის 21 აგვისტოს დაფიქსირდა რეკორდულად დაბალი ტემპერატურა −89,2°C (−128.56°F).[1] მიმდინარეობს ყინულოვანი კერნის ბურღვა და მაგნიტომეტრით წარმოებული კვლევები. გარდა ამისა, სადგური ახორციელებს გეოფიზიკურ, სამედიცინო და კლიმატოლოგიურ კვლევებს. იგი ამჟამად რუსეთის მიერ ერთადერთი გამოყენებული შიდაკონტინენტური ანტარქტიდული სამეცნიერო სადგურია. სახელი ეწოდა აფრიანი შლუპის „ვოსტოკის“ პატივსაცემად, რომელიც იყო 1819-1821 წლებში განხორციელებული ანტარქტიდული ექსპედიციის ერ-ერთი გემი. ვოსტოკის სადგური დაარსდა 1957 წლის 16 დეკემბერს. ყინულოვანი საფრის სისქე სადგურის ქვეშ 3700 მ აღწევს. ვოსტოკის სადგური სამხრეთ პოლუსიდან მდებარეობს 1300 კმ-ში, ხოლო ნაპირიდან 1250 კმ-ში, ზღვის დონიდან 3488 მ სიმაღლეზე და არის ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებუილი სამეცნიერო-კვლევითი სადგური ანტარქტიდაში. ზაფხულში სადგურში როგორც წესი, მუშაობს 25 მეცნიერი და ინჟინერი, ხოლო ზამთარში მათი რაოდენობა 13-მდე კლებულობს.[2] დამახასიათებელია ჰაერის მაღალი იონიზაცია და ჰაერის თითქმის ნულოვანი ტენიანობა. ზამთარში სადგურამდე მიღწევა თითქმის შეუძლებელია. 1994 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე სადგური დაკეტილი იყო.[3] სადგურის სიახლოვეს მდებარეობს უდიდესი ყინულქვეშა ტბა ვოსტოკი.

სქოლიო[რედაქტირება]