ვლადიმერ ბარკანოვი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვლადიმერ ბარკანოვი დაიბადა 1826 წელს.[1]
- 1870-1875 წლებში იყო ფრანგული ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრი.
- 1872 წელს მონაწილეობა მიიღო ქ. მოსკოვში მოწყობილ პოლიტექნიკური გამოფენაში. გამოფენაზე გააგზავნა კავკასიის ხედების 163 სურათი და ასევე გელათის მონასტერში დაცული უძველესი ქართული სახარების ფურცლების სურათების კოლექცია.
- 1873 წელს ქ. ვენაში მოწყობილ მსოფლიო გამოფენაზე გაგზავნა ფოტოსურათების სერია, სადაც მიანიჭეს ქების სიგელი. იმავე წელს ის გადავიდა თბილისში სადაც გახსნა ფოტოგრაფიული სახელოსნო ერევანსკის(თავისუფლების) მოედანზე.
- 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს მსახურობდა კავკასიის ფრონტზე სამხედრო კორესპონდენტად.
- 1880 წლიდან ვლადიმერ ბარკანოვი სურათებს იღებს როგორც პროფესიონალი.
- 1881 წელს ტულუზაში გამოფენაზე მიანიჭეს პროგრესის დიპლომი.
ვლადიმერ ბარკანოვი გარდაიცვალა თეირანში 1892 წელს.
ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოები ინახება ლიტერატურის მუზეუმში, თბილისში.
სქოლიო [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
|
|||||||||||
სტატიის