ვიქტორ ოსიმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ ოსიმენი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 დეკემბერი, 1998 (1998-12-29) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
ლაგოსი, ნიგერია
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ნაპოლი
ნომერი 9
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2017–2019 ვოლფსბურგი 14 (0)
2018–2019   შარლერუა 25 (12)
2019 შარლერუა 0 (0)
2019–2020 ლილი 27 (13)
2020– ნაპოლი 98 (61)
ეროვნული ნაკრები
2017– ნიგერია 35 (21)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 თებერვალი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 11 თებერვალი, 2024

ვიქტორ ოსიმენი (ინგლ. Victor James Osimhen; დ. 29 დეკემბერი, 1998, ლაგოსი, ნიგერია) — ნიგერიელი ფეხბურთელი. იტალიური „ნაპოლისა“ და ნიგერიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიგერიაში დაბადებულმა ოსიმენმა საფეხბურთო კარიერა 2017 წელს, გერმანულ „ვოლფსბურგში“ დაიწყო. გუნდში გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ იჯარით უერთდება ბელგიურ „შარლერუას“, საიდანაც ფრანგულ „ლილში“ გადადის. 2020 წელს „ნაპოლიმ“ ოსიმენი €70 მილიონ ევროდ შეიძინა. ვიქტორმა 2021–22 წლების სეზონში სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მოიგო.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის მსოფლიოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატზე ოსიმენმა ოქროს ბუცი მოიგო, ნიგერიის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის ივნისში შედგა. მონაწილეობა მიიღო 2019 წლის აფრიკის ერთა თასზე.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის დროშა ნაპოლი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიგერიის დროშა ნიგერია

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2023[4]
  • სერია A-ს წლის საუკეთესო თავდამსხმელი: 2023
  • სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი: მარტი 2022, იანვარი 2023
  • სერია A-ს თვის საუკეთესო გოლის ავტორი: იანვარი 2023
  • სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: 2021–22
  • სერია A-ს სეზონის გუნდის წევრი: 2022–23[5]
  • წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი: 2023
  • ევროპის სპორტული მედიის წლის გუნდის წევრი: 2022–23[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]