ვილიამონტესი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ვილიამონტესი
Villamontes
|
ვილიამონტესი — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოლივიაში, ტარიხას დეპარტამენტში. წარმოადგენს ვილიამონტესის მუნიციპალიტეტის ცენტრს.
მდებარეობს ზღვის დონიდან 390 მეტრზე, მდინარე პილკომაიოს მარცხენა ნაპირზე, დასავლეთით აკრავს ანდური სიერა-დელ-აგუარაგუეს მთათა სისტემა.
2007 წლის მოანცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 20 000 ადამიანს.
1932–1935 წლებში ბოლივია-პარაგვაის შორის ჩაკოს ომის მიმდინარეობისას, ვილიამონტესი ბოლივიის არმიის მთავარ ბანაკს წარმნოადგენდა. ომის ფინალური ეტაპისასაც, დაცვის მთავარი ხაზი სწორედ ამ ქალაქზე გადიოდა.
რეგიონში აღმოჩენილია ნავთობისა და გაზის მარაგები.