ვიკიპედია:Microsoft Lumia/საკონკურსო/20150508085419/Nokia Lumia 830

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Nokia Lumia 830“

დავით ასრიაშვილი
Nokia Lumia 830
მწარმოებელი Microsoft Mobile (Microsoft)
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM 850/900/1800/1900
HSPA 850/900/1900/2100
LTE 800/900/1800/2100/2600
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1 (Lumia Denim)
მასა 150 გრამი
ზომა 139.4 x 70.7 x 8.5 მმ
ფოტოკამერა 10 მეგაპიქსელი 1/3.4-დუიმი PureView სენსორი
ცაისის ლინზები და გამოსახულების სტაბილიზაცია
f/2.2
LED ფლეში
1080p ვიდეო 30 fps მძლავრი ხმით
მეორე კამერა 0.9 მეგაპიქსელი ფართოფორმატიანი
f/2.4
720p ვიდეო 30 fps
ბატარეა 2200 mAh
მეხსიერება 16 გბ შიდა
1 გბ RAM
დაკავშირება Wi-Fi 802.11 a/b/g/n
GPS, A-GPS და GLONASS
Bluetooth 4.0, NFC
MicroUSB 2.0, 3.5 მმ აუდიო კონექტორი

Nokia Lumia 830Microsoft Mobile-ის მიერ წარმოებული და Nokia-ს ბრენდის სახელით გამოშვებული სმარტფონი. მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows Phone 8.1-ზე. ტელეფონის 2014 წლის 4 სექტემბერს Internationale Funkausstellung Berlin-ზე[1] დაანონსდა და 2014 წლის ოქტომბერში სარეალიზაციოდ გამოვიდა[2]. ეს არის 2012 წელს გამოშვებული Nokia Lumia 820-ის მემკვიდრე და შეფასებულია როგორც „ხელმისაწვდომი ფლაგმანი“[3].

მოწყობილობა[წყაროს რედაქტირება]

Lumia 830-ს გააჩნია მეტალის ჩარჩო მოხსნადი პოლიკარბონატული უკანა ნაწილით. ხელმისაწვდომია შემდეგ ფერებში: თეთრი ნარინჯისფერი, მწვანე და შავი[3].

შინაგანი აგებულება[წყაროს რედაქტირება]

Lumia 830 აღჭურვილია Qualcomm Snapdragon 400 MSM8926 SoC 1.2 გჰც ოთხბირთვიანი ARM Cortex-A7 პროცესორითა და Qualcomm Adreno 305-ის გრაფიკული პროცესორით. მას აქვს 1 გბ RAM და 16 გბ შიდა მეხსიერება; ამ უკანასკნელის გაზრდა მაქსიმუმ 128 გბ-მდე MicroSD ბარათით არის შესაძლებელი.

ეკრანი[წყაროს რედაქტირება]

Lumia 830-ს აქვს 5 დუიმიანი (130 მმ) IPS LCD ეკრანი 1280x720-ზე გარჩევადობით და გვერდების თანაფარდობით 16:9. ეკრანს გააჩნია ნოკიას ClearBlack ფილტრები და დაცულია Gorilla Glass 3-ით.

კამერა[წყაროს რედაქტირება]

Lumia 830-ს გააჩნია 10 მეგაპიქსელიანი PureView ძირითადი კამერა, სპორტული 1/3.4 დუიმიანი BSI sensor 1.12 μm პიქსელით და ოპტიკური სტაბილიზაციისთვის კარლ ცაისის 6-ელემენტიანი ლინზა f/2.2-იანი დიაფრაგმით. კამერას აქვს 1080p ვიდეოს მხარდაჭერა, შუქდიოდური ფლეში და ორსაფეხურიანი ჩამკეტის ღილაკი. წინა კამერას გააჩნია 0.9 მეგაპიქსელი, სენსორი ფართოფორმატიანი f/2.4 ლინზით და 720p ვიდეოს გადაღების მხარდაჭერა.

კავშირი[წყაროს რედაქტირება]

Lumia 830-ს აქვს 4G LTE ტექნოლოგიის მხარდაჭერა, გადაცემის მაქსიმალური სიჩქარით 150 მბ/წმ. უკაბელო კავშირის პარამეტრები მოიცავს ორსიხშირიან Wi-Fi 802.11a/b/g/n-ს, Wi-Fi hotspot-ს, NFC-ს, Bluetooth 4.0-სა და Miracast-ის საშუალებით გამოსახულების უკაბელო პროექციას. ფიზიკური მაერთებლები მოიცავს Micro-USB 2.0-ს დასამუხტად და მონაცემთა გადასაცემად, აგრეთვე 3.5 მმ აუდიო ჭრილს.

სხვა[წყაროს რედაქტირება]

Lumia 830-ს გააჩნია Qi სტანდარტის გამოყენებით უკაბელო ინდუქციური დამუხტვის მხარდაჭერა. AT&T-ს ვერსიას დამატებით PMA სტანდარტის მხარდაჭერაც აქვს[4].

Lumia 830 მოიცავს მრავალი სახეობის სენსორებს, მათ შორის სიახლოვის სენსორს, განათების სენსორს, მაგნიტომეტრს, გიროსკოპსა და აქსელერომეტრს, ასევე Microsoft-ის Qualcomm-ის SensorCore ტექნოლოგიაზე დაფუძნებული Motion Data Activity tracker[5]. შეზღუდული ჩიპსეტის გამო, მას არ აქვს ციფრულ ასისტენტ Cortana-ს პასიურ რეჟიმში ხმით აქტივაციის შესაძლებლობა[6].

პროგრამული უზრუნველყოფა[წყაროს რედაქტირება]

Lumia 830 წარმოდგენილია Microsoft-ის ოპერაციული სისტემა Windows Phone 8.1-ით Lumia Denim-ის განახლებასთან ერთად.

Lumia Camera-ს ახალი აპლიკაცია Denim-ის განახლებაზე რამდენიმე ახალი დანამატის საშუალებით აუმჯობესებს გადაღების ხარისხს[7][8][9].

ამ ტელეფონის საშუალებით, Microsoft Cortana აშშ-ში ბეტადან დასრულებულ ვერსიაზე გადავიდა და სამი ახალი ტერიტორიის (ავსტრალია, ინდოეთი, კანადა) ათვისება დაიწყო. Denim-ის სერიის ტელეფონებში, რომლის ნაწილიცაა Lumia 830, უფრო მჭიდროდ იქნება აპლიკაციებთან დაკავშირებული, რაც Cortana-ს „Skype Jim-ის“ ან Audiocloud-დან მუსიკის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

იხილეთ აგრეთვე[წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინეტრნეტში[წყაროს რედაქტირება]

  1. Hachman, Mark. (September 4, 2014) Microsoft announces two Lumia phones, always-on Cortana, and clever new mobile accessories. PCWorld. IDG. ციტირების თარიღი: 2015-04-15.
  2. Fraser, Adam. (October 1, 2014) Affordable flagship Lumia 830 sales begin. Lumia Conversations. Microsoft. ციტირების თარიღი: 2015-04-15.
  3. 3.0 3.1 Arora, Nishtha. (September 4, 2014) The affordable flagship: Lumia 830. Lumia Conversations. Microsoft. ციტირების თარიღი: 2015-04-15.
  4. Rubino, Daniel. (October 16, 2014) AT&T Lumia 830 comes with two dual-use Qi/PMA wireless charging covers in green, black. Windows Central. Mobile Nations. ციტირების თარიღი: 2015-04-17.
  5. Fraser, Adam. (October 15, 2014) SensorCore explained. Lumia Conversations. Microsoft. ციტირების თარიღი: 2015-04-17.
  6. Litchfield, Steve. (January 17, 2015) Clarifying what Denim means to the top end Lumia smartphones... and to the rest. All About Windows Phone. ციტირების თარიღი: 2015-04-17.
  7. Fraser, Adam. (September 5, 2014) Designing PureView for Lumia 830. Lumia Conversations. Microsoft. ციტირების თარიღი: 2015-04-15.
  8. Nokia Lumia 830 official with Lumia Denim, PureView camera. GSMArena.com (September 4, 2014). ციტირების თარიღი: 2014-05-14.
  9. Browne, Mike. (February 5, 2015) How to use Moment Capture for Lumia Camera on your Lumia 930, Lumia 1520 and Lumia 830. Lumia Conversations UK. Microsoft. ციტირების თარიღი: 2015-04-15.