ვიკიპედია:Microsoft Lumia

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„სავაჭრო სახლი გოლეთიანი“, ინტერნეტ-რესურსი „MSinfo.ge“ და „ქართული ვიკიპედია“ ერთობლივ კონკურსს მართავენ. მხარეები ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა წასახალისებლად აცხადებენ კონკურსს Microsoft Lumia-ს თემაზე. კონკურსის ფარგლებში ვიკიპედიის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შექმნას სტატიები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ეხება Microsoft Lumia-ს. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში და დაჯილდოვდებიან „სავაჭრო სახლ გოლეთიანის“ მიერ დაწესებული პრიზებით, სმარტფონებით — Nokia Lumia 530 და Nokia Lumia 630. კონკურსი დაიწყება 11 მაისს და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, 11 ივნისამდე. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

  • ნომინაცია — ყველაზე მეტი სტატიის ავტორი;
  • ნომინაცია — საუკეთესო სტატიის ავტორი; გამარჯვებულს გამოავლენენ „სავაჭრო სახლი გოლეთიანი“ და ინტერნეტ-რესურსი MSinfo.ge.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ კონკურსისთვის შექმნილი ყველა სტატია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს იგი თუ არა, გავრცელდება CC-BY-SA 3.0 ლიცენზიით. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი სტატიის გამოყენება ავტორის [ანუ თქვენი] სახელის მითითების გარეშე შეუძლებელი იქნება. ამავდროულად, ნებისმიერი პიროვნება შეძლებს [თქვენი] სტატიის გამოყენებას ნებისმიერი მიზნისთვის, იმ პირობით, რომ ავტორის სახელს მიუთითებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში დაიშვება მხოლოდ ენციკლოპედიური ხასიათისა და სამეცნიერო სტილში დაწერილი სტატიები, რომლებსაც აქვთ მითითებული შესაბამისი წყარო. არ მიიღება სხვა საიტებიდან უცვლელად დაკოპირებული სტატიები!

სასურველია ქართულ ვიკიპედიაში შეიქმნას მოცემულ კატეგორიაში (ასევე მითითებულ ქვეკატეგორიებში) არსებული სტატიები.
დახმარება


კონკურსის ფარგლებში, სულ შეიქმნა 62 სტატია. მათგან, კონკურსის პირობები დააკმაყოფილა 20-მა სტატიამ.

  • ნომინაცია — ყველაზე მეტი სტატიის ავტორი — დავით ასრიაშვილი — 9 სტატია.
  • ნომინაცია — საუკეთესო სტატიის ავტორი —
კონკურსი დასრულებულია!