ვეშაპის ტაუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვეშაპის ტაუ (τ Cet, τ Ceti) — ვარსკვლავი ვეშაპის თანავარსკვლავედში, რომელიც სპექტრულად მზის მსგავსია, მიუხედავად იმისა, რომ მისი მასა მზის მასის 78%-ის ტოლია. მზის სისტემისგან დაცილებულია მხოლოდ 12 სინათლის წლითა და შედარებით ახლო ვარსკვლავად ითვლება. ვეშაპის ტაუ მეტალოდეფიციტური ვარსკვლავია და ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლოდვან პლანეტებს ფლობდეს. დაკვირვებებმა ათზე მეტჯერ აღმოაჩინა მის ირგვლივ არსებული იმაზე მეტი მტვერი, ვიდრე ეს თანამედროვე მზის სისტემაშია. ვარსკვლავი სტაბილურად გამოიყურება, მცირე ვარსკვლავური ცვალებადობით.

ასტრონომეტრიულ ან რადიალურ სიხშირულ გაზომვებს ვეშაპის ტაუს ირგვლივ ჯერ არ გამოუვლენია თანამგზავრები, მაგრამ თანამედროვე კვლევები უფრო სრულყო, რაც გამორიცხავს ისეთ ქვევარსკვლავურ თანამგზავრებს, როგორებიცაა ფართო ყავისფერი ჯუჯები. ნამსხვრევების წრის წყალობით, ნებისმიერი პლანეტა, რომელიც შესაძლოა ვეშაპის ტაუს ირგვლივ ბრუნავს, შეჯახებების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, ვიდრე დედამიწა. მიუხედავად სიცოცხლისათვის ასეთი დაბრკოლებისა, მზის მსგავსი მახასიათებლები ამ ვარსკვლავისადმი ფართო ინტერესს იწვევს. სტაბილურობის, მსგავსების და მზესთან შედარებითი სიახლოვის გამო, ვეშაპის ტაუ ამოღებულია დედამიწისმიღმა ინტელექტის ძიების (SETI) სამიზნედ. შესაბამისად, იგი ხშირადაა წარმოდგენილი ბელეტრისტიკაში.[1]

ვეშაპის ტაუს რაიმე საყოველთაოდ მიღებული ტრადიციული სახელი არ აქვს. შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შესაძლებელია, თუმცა მკრთალია და მიეკუთვნება მესამე ვარსკვლავიერ სიდიდეს. ვეშაპის ტაუდან მზე ასევე მესამე ვარსკვლავიერი სიდიდის გამოჩნდებოდა მენახირის თანავარსკვლავედში.

სახელი[რედაქტირება]

ვეშაპის ტაუ ბაიერის აღნიშვნით 1603 წელს შევიდა ციურ სხეულთა გერმანელ კარტოგრაფ იოჰან ბაიერის მიერ შედგენილ ვარსკვლავთა კატალოგ ურანომეტრიაში. მას „დურე-მენთორი“ ეწოდა,[2] რაც არაბული „ალ-დურ ალ-მანთუურიდან“ (არაბ. الدرر المنثور‎‎) მომდინარეობდა და მიმოფანტულ მარგალიტებს (გაწყვეტილი ყელსაბამის) ნიშნავს.[3] 1650 წელს კაიროში, ეგვიპტელ ასტრონომ ალ-აჩასასი ალ-მუაკეტის მიერ შედგენილ ვარსკვლავთა კატალოგ კალენდარიუმში ვარსკვლავი შევიდა სახელით „თალით ალ-ნაამათი“ (არაბ. تالت ألنعامة‎‎), რომელიც ლათინურად ითარგმნა როგორც „ტერტია სტრუთიუნუმი“, რაც მესამე სირაქლემას ნიშნავს.[4]

ჩინურში, „კვადრატული ციური ბეღელი“ (ჩინ. 天倉) აღნიშნავს ასტერიზმს, რომელიც შედგება იოტა სეტის, ეტა სეტის, ზეტა სეტის, თეტა სეტისა და 57 სეტისგან.[5] შესაბამისად, ვეშაპის ტაუ (ტაუ სეტი) ცნობილია როგორც „კვადრატული ციური ბეღელის მეხუთე ვარსკვლავი“.[6]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Rutkowski, Chris A. (2010), The Big Book of UFOs, Dundurn, p. 33, ISBN 1554887607, http://books.google.com/books?id=cqmizCB7iacC&pg=PA33 
  2. Moore, Patrick; Rees, Robin (2011). Patrick Moore's Data Book of Astronomy, 2nd, Cambridge University Press, გვ. 409. ISBN 0-521-89935-4. წაკითხვის თარიღი: 2011-04-28. 
  3. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის pelagos არ არის მითითებული ტექსტი; $2
  4. Knobel, E. B. (June 1895). „Al Achsasi Al Mouakket, on a catalogue of stars in the Calendarium of Mohammad Al Achsasi Al Mouakket“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society 55. 
  5. 陳久金 (2005). 中國星座神話 (Chinese). 台灣書房出版有限公司. ISBN 978-986-7332-25-7. 
  6. 陳輝樺 (Editor) (July 10, 2006). 天文教育資訊網 (Chinese).