ვერონიკა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერონიკა
Veronica chamaedrys Ehrenpreis.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Veronica
დაცვის სტატუსი

ვერონიკა (Veronica), მცენარეთა გვარი შავწამალასებრთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახია, ზოგჯერ ნახევრად ბუჩქი. აქვს სწორი ან გართხმული, უფრო ხშირად დატოტვილი ღერო, მთლიანი ან დანაკვთული ფოთლები. გვირგვინი ცისფერი, ლურჯი, თეთრი ან ვარდისფერია. ნაყოფი - კოლოფი. შეიცავს 300-მდე სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ ქვეყნებში. საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, ღორღიან ფერდობებზე, უდაბნოსა ნახევარუდაბნოში იზრდება - 47 სახეობა, მათ შორის 4 სახეობა Veronica denudata, Veronica kemulariae, Veronica imerethica და Veronica galathica - საქართველოს ენდემია. ვერონიკას გვარში ხშირად აერთიანებენ Hebe-ს გვარის ახალზელანდიურ, ავსტრიულ, ტასმანიურ და სამხრეთ ამერიკის ბუჩქებს და ტანდაბალ ხეებს. ამ გვარის მარადმწვანე ლამაზყვავილებიანი სახეობები კულტივირებულია ყირიმსა და კავკასიაში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 4, გვ. 374-375, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე