ვენეციის ყურე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვნეციის ყურის მდებარეობა

ვენეციის ყურეყურე ადრიატიკის ზღვაში, რომელიც ესაზღვრება თანამედროვე იტალიის, სლოვენიისა და ხორვატიის ნაპირებს. მდებარეობს ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე პოს დელტასა და ისტრიის ნახევარკუნძულს შორის.

ყურის საშუალო სიღრმე 34 მეტრია. ჩაედინება მდინარეები: ტალიამენტო, პიავე, ადიჯე და ბრენტა. მის სანაპიროზე მდებარე მთავარი ქალაქებია — ვენეცია, ტრიესტი, კოჯა და პულა. სანაპიროებზე გამოიყოფა მრავალი ლაგუნა.

ანტიკურ ხანაში, ვენეციის ყურე ქარვის გზის ბოლო წერტილს წარმოადგენდა. ყურემ სახელი სავარაუდოდ ვენეციის რესპუბლიკისგან მიიღო იმ პერიოდში, როდესაც ის ძლიერების მწვერვალზე იმყოფებოდა და თითქმის მთლიანად ფლობდა ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]