ვეის ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვეის ომი
რომაულ ეტრუსკული ომების ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 405-ძვ. წ. 396
მდებარეობა ვეი
შედეგი რომაელთა გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა ეტრუსკები
მეთაურები
კამილუსი

წინაისტორია[რედაქტირება]

ქალაქ ვეის გეგმა

ძლიერ და მდიდარ ეტრუსკულ ქალაქ ვეისა და ახლად დაფუძნებულ რომს შორის მეტოქეობა ჯერ კიდევ რომის მონარქიის პერიოდში დაიწყო. ამის შესახებ ტიტუს ლივიუსი წერს რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდანში (I, 15).

ძვ. წ. V საუკუნეში ვეის და რომს შორის ომები რეგულარულად ახლდებოდა. ასეთი მწვავე მეტოქეობის მიზეზი მჭირდო სიახლოვე იყო.

ომის დაწყება[რედაქტირება]

ვეისთვის უკანასკნელი ომის გამოცხადება მოხდა რომის დაარსებიდან 349 წელს (ძვ. წ. 405). სამხედრო ტრიბუნები იყვნენ ტიტუს კვინკციუს კაპიტოლინუსი, კვინტუს კვინკციუს ცინცინატუსი, ფაიუს იულიუს იულუსი მეორეჯერ, ავლუს მანლიუსი, ლუციუს ფურიუს მედულინუსი მესამეჯერ, და ემილიუს მამერკი.

ეტრუსკების სხვა ქალაქებს რომთან ომი არ აწყობდათ, ამიტომ ვეიმ იმ წელს დახმარება ვერ მიიღო. შემდეგ წელს ალყა მდორედ გაგრძელდა და ტრიბუნთა ნაწილი ვოლსკებთან ომზე გადაერთვნენ.ვოლსკების დამარცხების შემდეგ რომაელები ისევ მთლიანად ვეიზე გადაერთვნენ.

ძვ. წ. 403 წელს ვეიში მეფე გახდა ადამიანი, რომელიც დანარჩენ ეტრუსკებს არ მოსწონდათ, ამან კიდევ უფრო გააუმჯობესა რომაელების მდგონმარეობა, რომლებმაც ალყაში მოაქციეს ვეი. რომაელი მხედართმთავრები მიიჩნევდნენ რომ ქალაქის აღება შესაძლებელია მხოლოდ ხანგძლივი ალყით, ამიტომ ზამთრის დადგომისას, მათ ააშენებინეს ზამთრის ბანაკი, რაც იმ დროისთვის სიახლე იყო, რადგან ომები მხოლოდ გაზაფხულიდან შემოდგომამდე იწარმოებოდა.

ამან რომაელ პლებსში ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ფორუმზე დებადები გრძელდებოდა სანამ ვეისთან შემდეგი ინციდენტი არ მოხდა: როდესაც საალყო იარაღები თითქმის მზად იყო და ქალაქის კედლებთან მიიტანეს, ღამით ვეიდან გამოვიდა ხალხი ანთებული ჩირაღდნებით და ცეცხლი წაუკიდეს მათ. რომაელებს ამხელა სამუშაო წყალში ჩაეყარათ.

როდესაც ეს ამბავი ქალაქში გავრცელდა, სენატში მოვიდნენ ახალგაზრდები, ვინც ცენზის მიხედვით მხედრები უნდა ყოფილიყვნენ და განაცხადეს რომ მზად არიან შეისყიდონ ცხენები[1] და წავიდნენ საომრად. მხედართა ამ ჟესტმა გამოიწვია პლებსის საბრძოლო ჟინის ამაღლება და ძალიან ბევრნი ნებაყოფლობით ჩაეწერნენ ჯარში.

ომში ფალისკების და კაპენელების ჩართვა[რედაქტირება]

შემდეგ ძვ. წ. 402 წელს სამხედრო ტრიბუნები გახდნენ: გაიუს სერვილიუს აგალა მესამეჯერ, კვინტუს სერვილიუსი, ლუციუს ვერგინიუსი, კვინტუს სულპიციუსი, ავლუს მანილუსი მეორეჯერ და მარკუს სერგიუსი მეორეჯერ.

ვეის ალყაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ჯერ ერთი რომაელ მხედართმთავრებს შორის არ იყო ერთსულოვნება, შემდეგ კი ომში უეცრად ჩაერთვნენ კაპენელები და ფალისკები. ამ ეტრუსკებს მიაჩნდათ რომ ვეის შემდეგ რომაელები მათ წინააღმდეგ გაილაშქრებენ.

ეტრუსკები რომაულ ბანაკს თავს დაესხნენ იმ მონაკვეთზე სადაც მეთაური მარკუს სერგიუსი იყო. გამხნევებული ვეის მოსახლეობაც გამოცვივდა ქალაქიდან და მეორე მხრიდან შეუტიეს რომაელებს. ცხადი იყო რომ დამოუკიდებლად რომაელები ვერ უშველიდნენ თავს, საჭირო იყო მთავარი ბანაკის დახმარება, სადაც ვერგინიუსი იყო მეთაური. ვერგინიუსს და სერგიუსს სძულდათ ერთმანეთი. ვერრგინიუსმა მოამზადა ჯარი, მაგრამ არ გაუშვა სერგიუსის დასახმარებლად, ხოლო სერგიუსმა არჩია მტრისგან დამარცხება მაგრამ არ სთხოვა ვერგინიუსს დახმარება.

ამ სამარცხვინო ფაქტმა გამოიწვია ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ოქტომბერში ახალი სამხედრო ტრიბუნები იყვნენ არჩეულნი. ვეისთან გაწელილი ომი ხალხში უკმაყოფილებას იწვევდა. შემდეგი წლის მანძილზე რომშიც და სამხედრო ბანაკებშიც სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა. სერგიუსი და ვირგინიუსი გაასამართლეს დას ჯარიმა დააკისრეს, მაგრამ სახელმწიფოს არ ჰქონდა საკმარისი თანხა რომ ჯარისკაცებისთვის გადაეხადა ხელფასი, რამაც გამოიწვია უკმაყოფილება ლეგიონებში.

ძვ. წ. 399 წელი კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა რომაელებისთვის. განსაკუთრებით ცივი ზამთრის შემდეგ, ზაფხულში შავი ჭირის ეპიდემია დაიწყო. ვეისთან კიდევ ერთი მძიმე ბრძოლა მოხდა ეტრუსკების გაერთიანებულ ჯარებსა და რომაელებს შორის. ამჯერად რომაელებმა წარმატებით დაამარცხეს ეტრუსკები.

შემდეგ ძვ. წ. 398 წელს ვეის ალყაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ახალმა სამხედრო ტრიბუნებმა კამილუსმა და პოტიტუსმა დაამარცხეს ფალერიელები და კაპენელები.

ამ დროს მოხდა უცნაური რამე, ალბანეთის ტბაში წყლის დონემ გაურკვეველი მიზეზებით საგრძნობლად იმატა. რომაელებმა დელფოსში გაგზავნეს ელჩები, რათა გარკვეულიყო ამ მოვლენის მნიშვნელობა. იგივე დროს შეიპყრეს ეტრუსკი ქურუმი, რომლისგანაც გაირკვა ამ მოვლენის მნიშვნელობა. თუ კი ალბანეთის ტბის წყალი მინდვრებზე განაწილდებოდა და ზღვაში არ ჩავიდოდა, მაშინ რომაელები მოიგებდნენ ამ ომს. დელფოსიდან ელჩებმა ზუსტად იგივე პასუხი მოიტანეს.

ძვ. წ. 397 წელს ეტრუსკებმა მიირეს გადაწყვეტილება დახმარებოდნენ ვეის მოსახლეობას. ძვ. წ. 396 წელს საომარი მოქმედებები რომაელებისთვის არ იყო წარმატებული. მიუხედავად ამისა ალბანეთის ტბას გაუკეთეს არხი, საიდანაც წყალი მინდვრებზე გადადიოდა.

კამილუსის მხედართმთავრობა[რედაქტირება]

იმავე ძვ. წ. 396 წელს მარკუს ფურიუს კამილუსი აირჩიეს დიქტატორად. მან მხედრების მეთაურად პუბლიუს კორნელიუს სციპიონი დანიშნა. კამილუსმა პირველ რიგში სასტიკად დასაჯა დეზერტირები.

დიქტატორმა პირველ რიგში ვეის მოკავშირე ეტრუსკები დაამარცხა. შემდეგ იგი გამაგრდა ვეისთან. კამილუსმა სასტიკად აკრძალა წვრილწვრილი შეტაკებები და ბრძანა მიწისქვეშა გვირაბის გაკეთება. როდესაც გვირაბი მზად იყო, კამილუსმა ჯარის ნაწილი გვირაბით გაუშვა ქალაქში, ხოლო მეორე ნაწილით ვეიელების ყურადღების მისაქცევად ვითონ შტურმი დაიწყო. სისხლიანი ხელჩართული ბრძოლის სედეგად, რომაელებმა დაიკავეს ვეი.

ვეის მოსახლეობა მონებად აქციეს ხოლო დიდძალი ნადავლი ჯარისკაცებმა გაიყვეს. ასე შეწყვიტა ვეიმ, ეტრუსკების ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქალაქმა, არსებობა.

წყაროები[რედაქტირება]

ტიტუს ლივიუსი - რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან IV 60-61, V 1-22

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. მხედრებს სახელმწიფო უზრუნველყოფდა ცხენით. ხოლო საკუთარ ცხენზე ბრძოლა ითვლებოდა პატრიოტიზმის გამოვლინებათ.