ვაშინგტონის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაშინგტონის მეტროპოლიტენი
WMATA Metro Logo.svg
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ქალაქი ვაშინგტონი
გახსნის თარიღი 27 მარტი, 1976
ხაზის სიგრძე 171 კმ
სადგურთა რაოდენობა 86
ხაზთა რაოდენობა 6
მგზავრები დღეში 114,650
მგზავრები წელიწადში 41633725
ხაზების სქემა
WMATA system map.svg

ვაშინგტონის მეტროპოლიტენი (ინგლ. Washington Metro, Metrorail) — აშშ-ში სიდიდით მეორე მეტროსისტემა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის შემდეგ. ვაშინგტონის მეტრო მოიცავს როკვილიდან (ჩრდილოეთი) ალექსანდრიამდე (სამხრეთი) მთელს „დიდ ვაშინგტონს“.

ზოგადი მონაცემები[რედაქტირება]

მეტროპოლიტენის ხაზები ორ შტატში გადის (ვირჯინია და მერილენდი) და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში. ყოველდღიური მგზავრთანაკადი 520 ათასი ადამიანია (2004). სავაგონო პარკი 950 ვაგონით არის წარმოდგენილი. ვაგონებსა და სადგურებში სამაგალითო სისუფთავე და წესრიგი სუფევს.

ვაგონის ინტერიერი მოდერნიზების შემდეგ

ისტორია[რედაქტირება]

მეტროს გახსნა 1976 წელს მოხდა. ამხნიდან მოყოლებული ქალაქში ხუთი ხაზი აშენდა:

  • წითელი: მონტგომერის ოლქიდან (Montgomery County), მერილენდი, ქალაქის საქმიანი უბნების გავლით ისევ უკან მონტგომერიში — ყველაზე დატვირთული ხაზი.
  • ნარინჯისფერი: ფერფაქსის ოლქიდან (Fairfax County), ვირჯინია, არლიგტონის ოლქისკენ (Arlington County), ვირჯინია, ქალაქის ცენტრის გავლით და ბოლო სადგურით პრინც ჯონსის ოლქში (Prince George’s County), მერილენდი.
  • ლურჯი: ფერფაქსის ოლქიდან ალექსანდრიისა და არლინგტონის გავლით (ვირჯინია), ნარინჯისფერი ხაზის გასწვრივ ვაშინგტონზე გადის პრინც ჯონსის მიმართულებით.
  • ყვითელი: ლურჯი ხაზის გასწვრივ პენტაგონის მიმართულებით მდინარე პოტომაკის მეორე ნაპირზე, ხაზი ქალაქის საქმიან ნაწილში სრულდება.
  • მწვანე: პრინს ჯონსიდან ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის გადაკვეთით და უკან პრინს ჯონსში.

სულ 86 სადგურია, ხაზების საერთო სიგრძე 170,5 კმ. თავდაპირველი პროექტით 83 სადგური და 165,5 კმ გზა იყო, რომელიც 2001 წლის 13 იანვარს დასრულდა.

„დიდი ვაშინგტონი“ ფხვიერ, ჭაობიან ნიადაგზეა გაშენებული, ამიტომ ღრმა სადგურები მხოლოდ ქალაქის ცენტრში აშენდა. ქალაქის მეტროხაზების დიდი ნაწილი მიწისპირის ან მიწისზედაა. გარეუბნებში მიწისპირის გადასარბენები საკმაოდ გრძელია და პრაქტიკულად დაუცველია. ლიანდაგები მავთულიანი მესრით არის შემოზღუდული. მატარებლები საკმაოდ ნელა მოძრაობს — საშუალო სიჩქარით 40 კმ/ს.

ყველაზე ღრმა სადგურები წითელი ხაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს: Wheaton (აქ დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე გრძელი ესკალატორია ჩაყენებული - 70 მ) და სადგური Forest Glen (60 მ სიღრმეზე), სადაც ესკალატორების ნაცვლად მაღალჩქაროსნული ლიფტები გამოიყენება.

მეტროპოლიტენის ორდონიანი რუკა.
ხაზის სახელი გაიხსნა სადგურები მარშრუტი
  წითელი ხაზი 1976 27 შეიდი გრუვი - გლენმონთი
  ნარინჯისფერი ხაზი 1978 26 ვენა/ფერფაქსი-GMU - ნიუ ქაროლთონი
  ლურჯი ხაზი 1977 27 ფრანკონია–სპრინგფილდი - ლარგო თაუნ ცენტრი
  ყვითელი ხაზი 1983 17 ჰანთინგთონი - ფორტ ტოტენი / Mt Vernon Sq/7th St-Convention Center
  მწვანე ხაზი 1991 21 ბრენჩის გამზირი - გრინბელთი
  ვერცხლისფერი ხაზი (იგეგმება) მარშრუტი 772 - სტადიონ-არმორი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]