ვარსკვლავების ადგილობრივი სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარსკვლავების ადგილობრივი სისტემა — ჩვენს გალაქტიკაში მზის სისტემის მახლობლად განლაგებული ზოგიერთი ტიპის დიდი მნათობის ვარსკვლავისაგან შემდგარი შეჯგუფება. მანძილი მზიდან შეჯგუფების ცენტრამდე დაახლ. 100 პარსეკი. ვარაუდობენ, რომ სისტემას აქვს საკუთარი ბრუნვა და მისი კუთხური სიჩქარე 2-3-ჯერ აღემატება გალაქტიკის ბრუნვის სიჩქარეს. სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმის თვალსაზრისით ადგილობრივი სისტემა დაწვრილებით გამოიკვლიეს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მ. ვაშაკიძემ, ჯ. ხავთასმა, ე. ხარაძემ, ა. ჭუაძემ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]