ვარსკვლავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარსკვლავა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ქოლგოსანნი
ლათინური სახელი
Astrantia major

ვარსკვლავა[1] (ლათ. Astrantia major) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა (Apiaceae) ოჯახიდან. იზრდება ერთეულად ან კორომებად, სწორმდგომი, ნაკლებად დატოტვილი 30-70 სმ სიმაღლის ღეროთი. ფოთოლი ბაზალური, დაკბილული, ყვავილი ვარსკვლავისებრი ქოლგისებრი თავაკია, თეთრი, მოწითალო ვარდისფერი ან მეწამული. გავრცელებულია ევროპასა და აზიის სუბალპურ და ალპურ ველებსა და ტყისპირებზე. გამხმარი სახით მთის სოფლებში იყენებდნენ ჩაიდ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Die große Pflanzen-Enzyklopädie, Bd.1., გვ. 154
  • ა.მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი.

სქოლიო[რედაქტირება]