ეშმაკი და ქალბატონი პრიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ეშმაკი და ქალბატონი პრიმი“
პორტ. O Demônio e a srta Prym

ქართულენოვანი გამოცემის ყდა
ავტორი პაულო კოელიო
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ენა პორტუგალიური
ჟანრი სათავგადასავლო
გამოცემის თარიღი 2000
მედია ნაბეჭდი
წინამორბედი ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა და რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი
მომდევნო თერთმეტი წუთი და The Pilgrimage
ISBN 978-0-00-711605-8

ეშმაკი და ქალბატონი პრიმი“ (პორტ. O Demônio e a srta Prym) — მწერალ პაულო კოელიოს 2000 წელს გამოცემული წიგნი, რომანი სიკეთესა და ბოროტებაზე.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდიდარ მამაკაცს უპატიოსნო წარსული სტანჯავს და შოკისმომგვრელი წამოწყება აქვს განზრახული. დაბა ვისკოსის გაუხარელი მცხოვრებნი კი, სადაც ეშმაკთან გაიგივებული კაცი ჩადის, სიძუნწეში ჩაფლულან და გადაშენების პირზე არიან მისულნი. ახალგაზრდა ქალი მის პრიმი კი ბედნიერებას ეძებს. ერთი დაძაბული, მოვლენებით დატვირთული კვირის განმავლობაში წარმოუდგენელი მოვლენები განვითარდება დაბაში, სადაც ოქროს გულისთვის ყველა მზადაა სხვა გაწიროს.

მწერალს უცნაური და ერთობ საოცარი მიგნება აქვს დაბა ვისკოსის მცხოვრებთან მიმართებაში — დაბაში არც ერთი ბავშვი აღარ ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]