ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა (რომანი)
ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა (პორტ. Veronika decide morrer) — მწერალ პაულო კოელიოს რომანი.
ნაწარმოები 24 წლის ვერონიკას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე აქცენტირდება, როდესაც ის ამ ცხოვრების ამაოებით დაღლილი სიკვდილს გადაწყვეტს. რომანი დაფუძნებულია კოელიოს ბევრ ცხოვრებისეულ ფაქტზე (იხ. ბიოგრაფია); რომანში ნათლადაა ნაჩვენები თუ რამდენი ნორმალური ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატებში და ვერც წამოსვლას ახერხებდეს და ვეღარც დარჩენას.
ეს წიგნი ასევე საინტერესოა იმით,რომ იგი ამა თუ იმ პიროვნების სულიერ სამყაროს გვაცნობს და ცხოვრებისეულ სიძლიერეებს მკაფიოდ გვიშიფრავს, ვერონიკა, რომელიც საბედისწეროდ გადაურჩება სიკვდილს, შეიცნობს ნამდვილ სიგიჟეს და შეიყვარებს შეურაცხადს, რის შემდეგად ძვირფასი გახდება მისთვის ყველაფერი ამქვეყნიური. პაოლო კოელიო რომანში მოცემული იგავით მთავარ საქმეს გადმოგვცემს, რომ თუ გინდა სრულყოფილ ადამიანად აღგიქვან შენც ისეთივე გიჟი უნდა იყო, როგორებიც სხვები არიან. აქ სიგიჟე გაიგივებულია წესიერებასთან.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Glauco Ortolano Interview, World Literature Today
- Review of all books by Paulo Coelho at BookRack
- (ინგლისური) Paulo Coelho — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- Support the Paulo Coelho Institute
- Paulo's official blog : Read his thoughts and discuss with Paulo
- Paulo's official Quotes Page : Find Paulo's Quotes in english and other languages, comment on them
- Warrior of the Light Online
- What's it like to be the alchemist? Interview with Forward Magazine, April 2009
- Appearance on Desert Island Discs, BBC-Radio 4, 3 July 2005