ეტიკეტი კორეაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეტიკეტი სამხრეთ კორეაშისამხრეთ კორეაში, ეტიკეტი, სოციალური ქცევის წესები რომლებიც გვხვდება ადამიანთა ინტერაქციაში, უმეტესად მომდინარეობს კორეული კონფუციანიზმიდან და კონცენტრირდება ამ რელიგიის მთავარ ღირებულებებზე.[1] ზოგადი ქცევის წესების გარდა, ეტიკეტი სამხრეთ კორეაში განსაზღვრავს როგორ მოვიქცეთ სწორად და სოციალური სტატუსის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ეტიკეტის უმეტესი ასპექეტები მიღებულია ქვეყნის დიდ ნაწილში, წეს-ჩვეულებები შესაძლოა იყოს განსხვავებული კონკრეტულ რეგიონებში ან იყოს სხვა კულტურების, ჩინეთის, იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ.

სამხრეთ კორეული ჩხირები და კოვზი.

ზოგადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კორეაში ეტიკეტი ზოგჯერ განისაზღვრება ან კულტურული ტაბუებით ან უფრო ფართო წუხილით მანერების შესახებ. შემდეგი სამი პრაქტიკა არის გავრცელებული და ცნობილი წუხილის მაგალითები ადგილობრივი სამხრეთ კორეელებისთვის.

  • ნომერი ოთხი-ის გამოყენება ითვლება უიღბლობად, ავბედითად, ვინაიდან ნომერი 'ოთხი'-ის წარმოთქმა ძალიან ჰგავს ჩინურ იეროგლიფს, '死' (მნიშვნელობა: სიკვდილი). ასევე ითვლება, რომ უიღბლოა მეოთხე სართულის არჩევა ლიფტში. ზოგიერთი შენობა სულაც აშენებულია მეოთხე სართულის გარეშე. საჩუქრების რაოდენობაც არაა ხოლმე ოთხის ჯერადი, მაშინ როცა იგივე რაოდენობა თუკი შვიდის ჯერადია, ითვლება იღბლიანად. [2]
  • კორეელები საზოგადოებრივ ადგილში კოცნას არ თვლიან მიღებულად და ითვლება ძალზედ არათავმდაბლურ საქციელად, განსაკუთრებით ხანშიშესულთა შორის. ახლა ეს შედარებით ნაკლებად ტაბუდადებულია ახალგაზრდების თაობაში. [3]
  • სამხრეთ კორეაში კარგად ჩაცმა მნიშვნელოვანია და არის პატივისცემის ნიშანი. ფორმალურ სიტუაციებში, როგორიცაა ახალ ადამიანებთან შეხვედრა პიჯაკის და ჰალსტუხის ტარება არის მიღებული. სამხრეთ კორეელები იცვამენ კარგად სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებისთვის, განსაკუთრებით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა სეული. [4]

მისალმება და სხეულის ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლინ პოველი & რო მუ-ჰიუნ ართმევენ ხელს.

სამხრეთ კორეელები არიან თავშეკავებული და კარგი მანერების მქონე ხალხი. დიდი განსხვავებაა სამხრეთ კორეელი ქალისა და სამხრეთ კორეელი მამაკაცის ქცევებში. თავის დახრა არის ტრადიციული კორეული მისალმება, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვება ხელის ჩამორთმევა მამაკაცთა შორის. პატივისცემის გამოსახატავად, ხელი უნდა ჩამოვართვათ მარჯვენა ხელით და მარცხენა ხელი დავახმაროთ. სამხრეთ კორეელი ქალები, ზოგადად ოდნავ აქნევენ თავს. დასავლელმა ქალებმა შესაძლოა გაუწოდონ ხელი კორეელ მამაკაცებს. დამშვიდობების დროსაც მიღებულია თავის დახრა. შედარებით ახალგაზრდებისთვის მიღებულია ხელის დაქნევაც.[5] სამხრეთ კორეელები შეხებას თვლიან პირადი სივრცის დარღვევად, თუ ის არ მოდის ახლო ადამიანისგან ან ნათესავისგან. ამის გამო, ფორმალური შეხვედრების დროს თავს არიდებენ შეხებას, თუნდაც ზურგზე ხელის დადებას მეგობრული ჟესტით. გარდა ამისა, ახალგაზრდები უფროსებთან თავს არიდებენ პირდაპირ თვალების კონტაქტს, რაც უზრდელობად ითვლება. კორეა ერთ-ერთი ყველაზე დემოგრაფიულად ერთგვაროვანი ქვეყანაა მსოფლიოში, რასობრივი და ენობრივი თვალსაზრისით. მას აქვს საკუთარი კულტურა, ენა, ჩაცმულობა და სამზარეულო, განცალკევებული და განსხვავებული მისი მეზობელი ქვეყნებისგან. შრომისმოყვარეობა, ღვთისმოსაობა და მოკრძალება კორეელების მახასიათებლებია. ღვთისმოსაობისა და იმ ბუნების გამო, თუ როგორ იზრდებიან ქალები სამხრეთ კორეაში, არსებობს ეტიკეტის ზოგიერთი ქცევა, რომელიც არ ეხება მამაკაცებს. ქალები იცვამენ მოკრძალებულად; კაბა არ უნდა იყოს მომდგარი და გამოკვეთილი. [6] თუმცა, გენდერული განსხვავების ეს ეტიკეტი შეიცვალა და აღარ არსებობს.

ჭამა და დალევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგიდის ეტიკეტი სამხრეთ კორეაში სათავეს იღებს ჯოსონის პერიოდის კონფუციურ ფილოსოფიაში. [1][7] ტრადიციულად სადილის დროს, სამხრეთ კორეელები იყენებენ ბალიშებს იატაკზე დასაჯდომად და დაბალი მაგიდიდან საჭმელად.[8] იატაკი ჩვეულებრივ თბება ონდოლით, იატაკქვეშა გათბობის სისტემით. ეს ჩვეულება ახლაც გავრცელებულია სამხრეთ კორეის ბევრ რესტორანში. რესტორანში სასადილო ფართობი, როგორც წესი, შემაღლებულ პლატფორმაზეა და მოსალოდნელია, რომ მნახველებმა ფეხსაცმელები გაიხადონ სანამ ამ პლატფორმაზე შეაბიჯებენ. დღეს რესტორნების უმეტესობას ასევე აქვს მაგიდები და სკამები ვიზიტორებისთვის, რომლებიც თავს არაკომფორტულად გრძნობენ იატაკზე ჯდომისას.[1]

სამხრეთ კორეული რესტორანი, Marou.

ჭამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინელებისა და იაპონელებისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეელები ბრინჯის თასი პირთან არასდროს მიაქვთ. ჭამის დროს, თასები და კერძები რჩება მაგიდაზე. ასევე დაუშვებელია სუნიან ან ჭუჭყიან ნივთებზე საუბარი სხვებთან ერთად ჭამის დროს, ან ძალიან ნელა ან სწრაფად ჭამა. სუფრასთან ცხვირის მოწმენდა, თუნდაც საჭმელი ცხარე იყოს, მსუბუქ შეურაცხყოფად ითვლება. თუ ასეთი ქმედება აუცილებელია, რეკომენდებულია მაგიდის დატოვება ან სხვაგვარად თავი უნდა შევიკავოთ.[9] სამხრეთ კორეელები ჭამის დროს იყენებენ ჩხირებს, თუმცა სამხრეთ კორეის ჩხირები დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.[10] ჭამის დროს ეს ჩხირები ხმაურის გამო მაგიდაზე არ უნდა დავაგდოთ. ანალოგიურად, კოვზები არ უნდა ეხებოდეს თეფშებს, რადგან მათ შეუძლიათ ხმაური გამოიწვიონ. ჩხირები და კოვზები არასოდეს უნდა ჩადოთ საკვებში, განსაკუთრებით ბრინჯში, ვერტიკალურ მდგომარეობაში, რადგან ის წააგავს გარდაცვლილი წინაპრების საფლავზე შეწირულ კერძებს და, შესაბამისად, ცუდ იღბლად ითვლება.

დალევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესტორნებში და ბარებში საკუთარი სასმელის დასხმა ცუდად აღიქმება. ზოგადად სასურველია, რომ მასპინძლებმა შეავსონ თავიანთ სტუმრების სასმელები და სტუმრებმაც იგივე უნდა გააკეთონ მასპინძლის მიმართ. ამიტომ, სხვისი სასმლის ჭიქებისადმი ყურადღების მიქცევა და ცარიელი ჭიქების შევსება ჩვეულებრივი პროცესია ბარებში, წვეულებებზე და სხვა სოციალურ სიტუაციებში. თუ ვინმეს აღარ სურს დალევა, ამ ადამიანმა უბრალოდ უნდა დატოვოს ჭიქა სავსე. ტრადიცია ამბობს, რომ სტუმრებმა არ უნდა უარი თქვან მასპინძლის მიერ შეთავაზებულ პირველ სასმელზე.[11] თუ სტუმარი სამჯერ უარს იტყვის სასმელზე, ამ კონკრეტულ სტუმარს აღარ შესთავაზებენ სასმელს. [12] როდესაც ზრდასრულ სტუმრებს სთხოვენ სასმლის დასხმას, მათ უნდა შესთავაზონ სასმელი პატივისცემით, ორი ხელით. ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმისას სტუმრებმა ფინჯანი მარჯვენა ხელით უნდა დაიჭირონ, ხოლო მარჯვენა ხელის მაჯა მსუბუქად უნდა დაიჭირონ მარცხენა ხელით. სტუმრებისგან მოელიან, რომ ყოველთვის მიაწვდიან და მიიღებენ საგნებს მარჯვენა ხელით ან ორი ხელით და არასოდეს გამოიყენებენ მარტო მარცხენა ხელს.[13] იგივე ეტიკეტი მოქმედებს, როდესაც ზრდასრული სტუმრები იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს. თუმცა, თუ უფროსები სთავაზობენ ალკოჰოლურ სასმელებს უმცროს სტუმრებს, სტუმრებმა უნდა მიიღონ სასმელი და თავაზიანად გამოხატონ მადლიერება „მადლობის“ თქმით. თუ ალკოჰოლური სასმელი ლუდია, უმცროსმა სტუმრებმა თავი უნდა შეაბრუნონ და ისე დალიონ. ეს ქცევა მოხუცებს მოეწონებათ, რადგან როდესაც უფრო მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი ასხამს სასმელს, მიზანშეწონილად ითვლება, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი სტატუსის მქონე ახალგაზრდა ადამიანი ოდნავ შებრუნდეს დალევის დროს.[14] [15]

საჩუქრები და საჩუქრების გაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი სამხრეთ კორეელი საჩუქრებს გასცემენ ერთმანეთის დაბადების დღეებზე, ქორწილებისა და ისეთი დღესასწაულების აღსანიშნავად, როგორიცაა ახალი წელი და ჩუსოკი. ადამიანები ჩუქნიან მრავალფეროვან საჩუქრებს, თუმცა საჩუქრის სახეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ და როდის იღებს საჩუქარს.[16] ქორწილისთვის ბევრი სამხრეთ კორეელი ახალ დაქორწინებულებს ფულს ჩუქნის, თუმცა წყვილის საუკეთესო მეგობრები მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადასცემენ.[16][17] არდადეგების დროს სამხრეთ კორეელები ჩუქნიან საჩუქრებს მშობლებსა და უფროსებს, როგორიცაა ნეკნები, ხილი, ღვინო და/ან სასაჩუქრე ბარათები. მეზობლები ხშირად იღებენ კულინარიულ ზეთს, თინუსის ქილა ან ჯიშს.[16][17]

დაკრძალვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კორეაში დაკრძალვაზე წასვლა გულისხმობს გარდაცვლილის სამოთხეში წასვლისთვის ლოცვას. დაკრძალვები და რიტუალები არის ოჯახის მიერ ორგანიზებული ცერემონიები და მათ პასუხისმგებლობად ითვლება ზედამხედველობა. ბოლო დროს დაკრძალვის წეს-ჩვეულებები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაგალითად, ახლა ბევრი ამჯობინებს მცირე პანაშვიდების ჩატარებას და კრემაციას, ვიდრე დაკრძალვას.[18]

დაკრძალვა სამხრეთ კორეაში.

განსაკუთრებული დაბადების დღეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოლჯანჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოლჯანჩი ან დოლი (돌잔치) არის ტრადიციული სამხრეთ კორეული პირველი დაბადების დღე. დიდი ხნის წინ, როდესაც მედიცინას არ შეეძლო მრავალი დაავადების განკურნება და არასრულფასოვანი კვება გავრცელებული იყო, ჩვილები იშვიათად თუ მიაღწევდნენ პირველ დაბადების დღეს. ამიტომ, დოლი იქცა ეტაპად, რომელიც აკურთხებს ბავშვის წარმატებულ მომავალს და აღნიშნავს ბავშვის გადარჩენას. ბევრი ტრადიციული ჩვეულება ჯერ კიდევ არსებობს თანამედროვე დოლში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბადების დღე, რომელსაც სამხრეთ კორეელები აღნიშნავენ. დოლის რიტუალის მთავარი მომენტი არის ბავშვის მომავლის წინასწარმეტყველება, ბავშვისთვის სხვადასხვა ნივთის შეთავაზებით და ყურებით, რომელს აიღებს; ფუნჯი მეცნიერის სიმბოლოა, ძაფის შეკვრა ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს, ფული კი სიმდიდრეს. ბრინჯი ნიშნავს, რომ ბავშვი არასოდეს დარჩება მშიერი, რაც მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, როდესაც ხალხი შიმშილობდა ძველ დროს. ბიჭისთვის მშვილდისა და ისრის შერჩევა მიუთითებს, რომ ის გახდება სამხედრო მეთაური. გოგონასთვის მაკრატლის ან ნემსის შერჩევა გულისხმობს, რომ ის გაიზრდება დიდ ხელოსნად.[19]


ჰვანგაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰვანგაბი (ჰანგული: 환갑; ჰანჯა: 還甲) სამხრეთ კორეაში არის 60 წლის დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიცია. რიცხვი "60" ნიშნავს ერთი დიდი წრის დასრულებას და მეორის დაწყებას ადამიანის ცხოვრებაში. წარსულში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სამოცზე გაცილებით დაბალი იყო; ამიტომ, ჰვანგაბი ასევე აღნიშნავს დღეგრძელობას და კიდევ უფრო გრძელი, აყვავებულ ცხოვრების სურვილს. დღესასწაულს ჩვეულებრივ აწყობენ სამოცი წლის ასაკის პირის შვილები, ნათესავები ეხმარებიან უხვად საჭმლის მომზადებაში. ბევრი სამხრეთ კორეელი ახლა 60 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად დიდი წვეულების გამართვის ნაცვლად ოჯახებთან ერთად მოგზაურობს. წვეულებებს აწყობენ ასევე, როდესაც ადამიანი 70 და 80 წელს მიაღწევს, რასაც "გოჰი" (고희) და "პალსუნ" (팔순) ეწოდება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Table Etiquette. Korea Tourism Organization. ციტირების თარიღი: 7 August 2012
  2. "Guide to South Korea | South Korean Etiquette, Customs & Culture". Kwintessential.
  3. "Public displays of affection: where to draw the line?". Retrieved 9 May 2015.
  4. "Good Manners Information for Tourists Visiting Korea". Retrieved 23 June 2015.
  5. "South Korea - Cultural Etiquette - e Diplomat". www.ediplomat.com. Retrieved 23 June 2015.
  6. Lee, Silk (6 February 2013). "Understanding Korean Culture and Korean Students" (PDF). Franklin Forest Elementary Troup County Schools. Archived from the original (PDF) on 23 June 2015. Retrieved 13 June 2016.
  7. "InKAS - Dining Etiquette". www.inkas.org. Retrieved 1 June 2015.
  8. "Acceptable Public Behavior in South Korea". Cross-Cultural Communication.
  9. "Top 10 - Airman's Quarterly Spring". 2 May 2006. Archived from the original on 2 May 2006.
  10. "Metal Chopsticks". Korea Taste. 22 October 2010. Archived from the original on 5 July 2011. Retrieved 13 June 2016.
  11. "International Dining Followup - Korean Cuisine". The International Women's Club of Stuttgart e.V. Retrieved 1 June 2015.
  12. Jeong, H. (2011). 정헌배 교수의 술나라 이야기[Story of alcoholic drink by Professor Jeong Hun Bae]. Seoul: Yedam. ISBN 978-89-5913-611-7.
  13. Clements, Rhonda L.; Rady, Amy Meltzer (2012). Urban Physical Education: Instructional Practices and Cultural Activities. Human Kinetics. p. 15. ISBN 9780736098397.
  14. "InKAS - Drinking Culture in Korea". www.inkas.org. Retrieved 23 June 2015.
  15. "Liquor | Official Korea Tourism Organization". english.visitkorea.or.kr. Retrieved 23 June 2015.
  16. 16.0 16.1 16.2 Resources. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 June 2016
  17. 17.0 17.1 한국생활가이드북. Multicultural Institutions Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-24. ციტირების თარიღი: 2015-06-24
  18. "'마지막 안식처'는 어디로? 바뀌는 장례문화". newsjel.ly. Retrieved 16 June 2015.
  19. "First Birthday Party Extravaganza Becomes Common". Retrieved 8 June 2015.