ტაბუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ტაბუ — რაიმე ქმედების კატეგორიული აკრძალვა იმ მოტივით, რომ მსგავსი მოქმედება გამოიწვევს დაწყევლას ან მოყვება არა მიწიერი ძალების სასჯელი.[1][2] მსგავსი შეხედულებები არსებობს ყველა საზოგადოებაში.[1] მოქმედება შეიძლება არ იყოს მხოლოდ კონკრეტული, ტერმინი ვრცელდება საზოგადოების შიგნით არსებულ მორალურ შეზღუდვებზეც. ტაბუს დამსხვრევა - აღნიშნავს საზოგადოებაში არსებული შეხედულებების წინააღმდეგ წასვლას.
ტერმინი წარმოშობილია ფიჯური სიტყვა ტაბუ-დან ან ტონგური და მაორის სიტყვა ტაპუ-დან. ევროპაში 1777 წელს ტონგაზე მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა შემოიტანა. ტონგელების ქცევის აღწერისას ის წერდა:
|
„როდესაც რაღაცის ჭამა ან გაკეთება აკრძალულია ისინი ამბობენ, რომ ეს არის ტაბუ.“
|
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- კუკი, ჯეიმზ (1821). A voyage to the Pacific Ocean: undertaken by command of His Majesty, for making discoveries in the Northern Hemisphere : performed under the direction of Captains Cook, Clerke, and Gore : in the years 1776, 1777, 1778, 1779, and 1780 : being a copious, comprehensive, and satisfactory abridgement of the voyage. Printed for Champante and Whitrow ... and M. Watson; 1793.
- კუკი, ჯეიმზ (1728–1779). „The Three Voyages of Captain James Cook Round the World“ 5.