ერწოს უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერწო.
ერწოს უღელტეხილი
კოორდინატები: 42°27′48″ ჩ. გ. 43°46′15″ ა. გ. / 42.463583° ჩ. გ. 43.77083° ა. გ. / 42.463583; 43.77083
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1790 
ქედი რაჭის ქედი
ერწოს უღელტეხილი — საქართველო
ერწოს უღელტეხილი
ერწოს უღელტეხილი — შიდა ქართლი
ერწოს უღელტეხილი

ერწოს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედზე, მდინარეების ფაწისა (ლიახვის მარჯვენა შენაკადი) და ყვირილის სათავეებთან. სიმაღლე 1790 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია მეზოზოური და მესამეული ინტენსიურად დანაოჭებული მასიური რიფული კირქვებით, მერგელებითა და ბაიოსური პორფირიტებით. შემოსილია სუბალპური მცენარეულობით (წიფელი და არყი; დეკა და სუბალპური მდელოები). ერწოზე გადადის გორი-ონის საავტომობილო გზა. ერწოს უღელტეხილი იკეტება მცირე დროით უხვთოვლიან ზამთარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]