ერიხ დრიგალსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერიხ დრიგალსკი

ერიხ დრიგალსკი
ერიხ დრიგალსკი
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1865
დაბადების ადგილი კენიგსბერგი
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი, 1949
გარდაცვალების ადგილი მიუნხენი
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
გეოფიზიკა

ერიხ დაგობერტ ფონ დრიგალსკი (გერმ. Erich von Drygalski; დ. 9 თებერვალი, 1865 — გ. 10 იანვარი, 1949) — გერმანელი გეოგრაფი, გეოფიზიკოსი და პოლარეთის მკვლევარი. 1906-1935 წლებში იყო მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი. 1891 და 1892-1893 წლებში გრენლანდიაში კონტინენტური ყინულის გამოსაკვლევად ხელმძღვანელობდა ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოების 2 ექსპედიციას. 1901-1903 წლებში ხელმძღვანელობდა გერმანულ ანტარქტიკულ ექსპედიციას გემზე „გაუსი“. კუნძულ კერგელენზე დააარსა მეტეოროლოგიურ-მაგნიტური სადგური. 1902 წელს აღმოაჩინა და გამოიკვლია ანტარქტიდის ნაწილი, რომელმაც მიიღო სახელწოდება ვილჰელმ II-ის მიწა; გამოიკვლია გაუსის მთა და მისცა მას სახელწოდება. საკუთარი პოლარული მოგზაურობისას მიღებული მასალების საფუძველზე განავითარა მოძრავი ყინულების თეორია. 1910-1912 წლებში არქტიკაში დირიჟაბლების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპედიციის წევრი შპიცბერგენზე. მისი სახელობისაა კუნძული, მყინვარი და სხვა.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Grönland. Expedition der Gesellschaft für Erdkunde zu Berlin. 1891 bis 1893, Bd 1—2, В., 1897;
  • Deutsche Südpolar-Expedition 1901—1903, Bd 1—20, В., 1905—31.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]