ეპონა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ეპონა (ლათ. Epona) — მეცხენეობის გალიური ქალღმერთი. მფარველობდა ცხენებს, აქლემებს, ვირებს, მეხრეებს და მეეტლეებს. გალების ქვეყნიდან ეპონას კულტი მთელს რომის იმპერიაში გავრცელდა. ცხენზე ან აქლემზე მჯდომარე ქალღმერთის გამოსახულებას ათავსებდნენ თავლებსა და სამხედრო ბანაკებში. ეპონას ხელში ყვავილები ან ხილი ეჭირა. რომში არსებობდა ეპონას მონათესავე ქალღმერთის — ბუბონას კულტი, რომელიც რქიანი პირუტყვის მფარველად ითვლებოდა. [1]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ნოდარ გაფრინდაშვილი მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 110 - თბილისი, „განათლება“, 1972.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
| მითოლოგიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მითოლოგიაზე. |