ენ ბლითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენ ბლითი

ენ ბლითი 1954 წელს.
დაბადების სახელი ენ მერი ბლითი
დაბადების თარიღი 28 აგვისტო, 1928 (1928-08-28) (95 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1933–1985
მეუღლე(ები) ჯეიმზ მაკნალტი (1953-2007)
შვილ(ებ)ი 5

ენ მერი ბლითი (ინგლ. Ann Marie Blyth; დ. 16 აგვისტო, 1928) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. 1945 წლის მაიკლ კერტისის ფილმში მილდრედ პირსი-ში ვედას როლისთვის ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. ის ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი ცოცხალი ვარსკვლავია.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენ მერი ბლითი დაიბადა 1928 წლის 16 აგვისტოს კისკოს მთაში, ნიუ-იორკში.[1] მას შემდეგ, რაც მამამ ოჯახი დატოვა, ის, მისი უფროსი და (დოროთი) და მათი დედა საცხოვრებლად გადავიდნენ ნიუ-იორკში, ისტ 31-ე ქუჩაზე, სადაც დედამისმა უთოზე მუშაობა დაიწყო.[2]

Watch on the Rhine[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლითი ნიუ-იორკში, ბავშვების რადიო შოუში 6 წლის განმავლობაში მონაწილეობდა.[3][4] როდესაც ის ცხრა წლის იყო, შეუერთდა ნიუ-იორკის ბავშვთა საოპერო კომპანიას.[5]

მისი პირველი სამსახიობო როლი იყო ბროდვეიზე ლილიან ჰელმანის Watch on the Rhine-ში (1941 წლიდან 1942 წლამდე). ამ სპექტაკლში ითამაშა პოლ ლუკასის ქალიშვილის, ბაბეტის როლი. აღნიშნული პიესა სულ 378-ჯერ დაიდგა, რის შემდეგაც ენ ბლითმა ნიუ-იორკის დრამის კრიტიკოსების წრის ჯილდო მოიპოვა. აღნიშნული სპექტაკლი ლოს-ანჯელესის ბალტიმორის თეატრშიც დაიდგა. სპექტაკლის დროს ბლაიტს შესთავაზეს კონტრაქტი Universal Studios-თან.[5]

Universal Pictuers[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დებიუტი კინოში შედგა 1944 წელს, დონალდ ო'კონორთან და პეგი რაიანთან ერთად თინეიჯერულ მიუზიკლში Chip Off the Old Block (1944).[3] მას შემდეგ ითამაშა ორ მსგავს ფილმში: მხიარული მონაჰანი (1944) ო'კონორთან და რაიანთან ერთად, და Babes on Swing Street, (1944) სადაც ითამაშა რაიანთან ერთად. მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა უფრო დიდ ბიუჯეტურ ფილმში, ბოუერი ბროდვეიმდე (1944).[6]

მოგვიანებით, მიიღო როლი ვედა პირსი, ჯოან კროუფორდის მზაკვრული, უმადური ქალიშვილი ითამაშა ფილმში, მილდრედ პირსი (1945). ამ როლმა განსაკუთრებით კარგი შეფასებები მიიღო და ასევე ნომინირდა ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. ბლითი მხოლოდ 16 წლის იყო, როცა მაიკლ კერტისის ფილმში გადაიღეს.[3] (ჯოან კროუფორდმა მოიგო საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ამ ფილმისთვის).

მილდრედ პირსში თამაშის შემდეგ, ენ ბლითმა ზურგი მოიტეხა [7] და ვერ შეძლო სრულად ესარგებლა ფილმის წარმატებით.

მალევე გამოჯანმრთელდა და გადაიღო ორი ფილმი მარკ ჰელინგერისთვის: Swell Guy (1946), სონი ტაფტსთან ერთად და უხეში ძალა (1947) ბერტ ლანკასტერთან ერთად.[8] ამ დროს მამა გარდაეცვალა.[5] მოგვიანებით, ითამაშა ფილმში, მკვლელი მაკკოი (1947) მიკი რუნისთან ერთად, რომელიც საკმაოდ წარმატებული ფილმი აღმოჩნდა.

Universal Pictures-ში დაბრუნებულმა ბლითმა ჩარლზ ბოიერთან და ჯესიკა ტენდისთან ერთად გადაიღო ფილმი, ქალის შურისძიება (1948). მას შემდეგ გადაიღეს რეგინა ჰაბარდის როლში ლილიან ჰელმანის ფილმში, ტყის სხვა ნაწილი (1948), რომელიც 1946 წლის პიესის ადაპტაციაა. ამის შემდეგ უილიამ პაუელთან ერთად ბლიტმა ითამაშა ფილმში, მისტერ პიბოდი და ქალთევზა (1948). 1949 წელს ჰოვარდ დაფთან ერთად გადაიღეს ფილმში, რედ კანიონში.

გადაიღეს ფილმში Top o' the Morning (1949), სადაც თამაშობდა ბარი ფიცჯერალდის ქალიშვილს, რომელსაც რომანტიკული ურთიერთობა ბინგ კროსბთან აქვს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსახიობს ეკრანზე სიმღერა მოუწია.[9] რობერტ მონტგომერთან ერთად გადაიღეს ფილმში, ერთხელ კიდევ, ჩემო ძვირფასო (1949), რაც იმას ნიშნავს, რომ მას უნდა დაეტოვებინა ფილმის, უდაბნოს ლეგიონის გადაღებები.[10] კომედიური როლი მოირგო რობერტ კამინგსთან ერთად, ფილმში, უფასო ყველასთვის (1949).

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Motion Picture and Television Magazine- ის 1952 წლის დეკემბრის გამოცემაში, ბლითმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იყო რესპუბლიკელი და მხარი დაუჭირა დუაიტ დ. ეიზენჰაუერს საპრეზიდენტო არჩევნებში, 1952 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.[11]

1953 წელს ენ ბლითმა იქორწინა მეან ჯეიმზ მაკნულტზე, მომღერალ დენი დეის ძმაზე. მათი მეჯვარეები იყვნენ მსახიობები ჯოან ლესლი, ჯეინ უიზერსი და ბეტი ლინი. წყვილმა რომის პაპისგან განსაკუთრებული ქება მიიღო.[12] ქორწინების შემდეგ, ბლითმა შეწყვიტა ფილმებში თამაში, რათა ფოკუსირებულიყო ხუთი შვილის აღზრდაზე.[13][14]

1955 წელს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც მას წერილებს წერდა, ბლითის სახლთან დააკავეს.[15]

1973 წელს მას და მაკნულტის, ორივე კათოლიკეს, მიენიჭა საპატიო წოდება წმინდა სამარხის ლედის და რაინდის ცერემონიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა კარდინალი ტერენს კუკი.[16] მაკნალტი გარდაიცვალა 2007 წლის 13 მაისს, ლა-ჯოლაში, კალიფორნიაში, 89 წლის [16] ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დაი, დევიდ. ბავშვები და ახალგაზრდა მსახიობები: მათი მთელი კარიერის ფილმოგრაფია, 1914–1985 წწ . ჯეფერსონი, ჩრდილოეთ კაროლინა: McFarland & Co., 1988, გვ. 22-23.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Charles, John. Ann Blyth. Turner Classic Movie. ციტირების თარიღი: January 3, 2022
  2. "Anne Blyth on Personal Faith" დაარქივებული 2016-10-04 საიტზე Wayback Machine. , Guideposts, December 1952.
  3. 3.0 3.1 3.2 King, Susan (August 12, 2013). „Ann Blyth gets a TCM salute for her birthday“. Los Angeles Times.
  4. „Ann Blyth an Actress Since She Was 5“. Chicago Daily Tribune. Jan 29, 1950. p. G3.
  5. 5.0 5.1 5.2 WILLIAM BROWNELL (Oct 12, 1952). „THE BLYTH SPIRIT: Show Business Still Stimulating to Ann Blyth, Youthful But Veteran Trouper“. New York Times. p. X5.
  6. Schallert, Edwin (Apr 22, 1944). „Metro to Split Garson, Pidgeon Combination: 'The Bullfighter,' Latin-American Yarn, Chosen as Subject for Laurel and Hardy“. Los Angeles Times. p. 5.
  7. Blyth, Ann, "My Career Took a Toboggan Ride", in Peale, Norman Vincent (ed.) Faith Made Them Champions. Carmel, New York: Guideposts Associates, Inc., 1954, pp. 114–117.
  8. „The Life Story of ANN BLYTH“. Picture Show. 53 (1389). London. Nov 12, 1949. p. 12.
  9. Hopper, Hedda (June 6, 1954). „Ann Blyth: Success Without an Enemy“. Los Angeles Times. p. E1.
  10. „ANN BLYTH SHIFTS ROLE AT U-I STUDIO“. New York Times. Feb 4, 1949. p. 31.
  11. Motion Picture and Television Magazine, December 1952, page 28, Ideal Publishers
  12. „Ann Blyth Wed as 600 Watch Church Service: ANN BLYTH MARRIED“. Los Angeles Times. June 28, 1953. p. 1.
  13. „Daughter Born to Ann Blyth“. Los Angeles Times. Apr 11, 1963. p. 30.
  14. Anderson, Nancy (August 22, 1974). „Ann Blyth has Cake and Eats it“. Lodi News-Sentinel.
  15. „Armed Man Seized Near Home of Ann Blyth: Police Report Finding Spring-Blade Knife, Two Shotguns, Rifle and Blackjack in Auto“. Los Angeles Times. Sep 13, 1955. p. 4.
  16. 16.0 16.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Glamour Girls of the Silver Screen.