ენოთერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენოთერა
ენოთერა
Oenothera bienis
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Oenothera bienis

ენოთერა (ლათ. Onagra biennis) — ორწლოვანი ბალახოვანი მცენარე ონაგრასებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი ღერო, რომლის ბოლოზე დიდი ყვითელი სურნელოვანი ყვავილები მტევნად არის შეკრებილი.

სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა, საიდანაც XVII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს ევროპაში. ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული ღია ქვიშიან ადგილებში, ზოგან სარეველაა. დეკორატიულ მცენარედ აშენებენ ბაღებში.

თესლი შეიცავს ზეთს, რომელსაც ტექნიკური მიზნისათვის იყენებენ. ადრე აკუთვნებდნენ ენოთერას გვარს და სახელიც ამიტომ შეერქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]