ემანუელ შრიკი
| ემანუელ შრიკი Emmanuelle Chriqui |
|
ემანუელ შრიკი 2008 წელს |
|
| დაბადების სახელი | ემანუელ სოფი-ენ შრიკი |
| დაბადების ადგილი | მონრეალი, კვებეკი კანადა |
| დაიბადა | 10 დეკემბერი, 1977 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1995–დღემდე |
ემანუელ შრიკი (ფრანგ. Emmanuelle Chriqui; დ. 10 დეკემბერი 1977, მონრეალი, კვებეკი) — კანადელი კინომსახიობი. კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის 2008 წელს მიენიჭა პრემია ახალგაზრდა ჰოლივუდი.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ემანუელ შრიკი დაიბადა მონრეალში (კვებეკი) მაროკოელი ებრაელების ოჯახში.[1][2] დედამისი კასაბლანკაში დაიბადა, ხოლო მამამისი რაბატში.[3] ჰყავს და-ძმა და ნათესავები ისრაელში; აღრზდილია ორთოდოქსული იუდაიზმის ტრადიციებით.[4] როდესაც შრიკი დაახლოებით ორი წლისა იყო მისი ოჯახი საცხოვრებლად ტორონტოში გადავიდა. დაამთავრა სამსახიობო კურსები. იგი მონაწილეობდა დრამატულ წრეში უნიონვილის უმაღლესი სკოლებში.[5] სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა სამსახიობო კარიერის გაგრძელება. ემანუელ შრიკმა მსახიობობა დაიწყო 10 წლის ასაკში McDonald’s-ის რეკლამაში. 1990 წლებში იგი ვანკუვერში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იღებდა წინადადებებს სერიალებში მონაწილეობაზე. თავდაპირველად როგორც მსახიობი პრაქტიკას მხოლოდ სერიალებში ღებულობდა.
პირველი როლი ჰოლივუდში მიიღო 1999 წელს (ფილმი „დეტროიტ როკ-სიტი“). ამის შემდეგ იგი ეპიზოდურ როლებს ღებულობდა ცნობილ კინოფილმებში. ერთ-ერთი მისი ბოლო კინოროლებია: „ნუ ეხუმრებით ზოხანს“ და „აგვისტოს 5 დღე“. 2011 წელს შრიკი შეუერთდა ტელესერიალ „ბორჯიას“ საგადასაღებო ჯგუფს.[6] იგი აგრეთვე დაამტკიცეს როგორც ანიმაციური ტელესერიალის „მეხის კატების“ ერთ-ერთი პერსონაჟის ხმა.[7]
სამსახიობო ამპლუა: კომედია, დრამა, ეკშენი.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
|---|---|---|---|
| 1995 | ჰარისონ ბერჯერონი | Harrison Bergeron | |
| 1995 | რაინდი სამუდამოდ | Forever Knight | |
| 1996 | გეშინია თუ არა სიბნელის ? | Are You Afraid of the Dark? | |
| 1999 | დეტროიტ როკ-სიტი | Detroit Rock City | |
| 2000 | თოვლიანი დღე | Snow Day | |
| 2000 | ასი გოგოები | 100 Girls | |
| 2001 | კავშირზეა | On the Line | |
| 2003 | მცდარი შესახვევი | Wrong Turn | |
| 2005 | დიდი თოხლი | Waiting... | |
| 2005 | ყვავი: სასტიკი ზიარება | The Crow: Wicked Prayer | |
| 2005 | მიქსი | In the MIX | |
| 2005 | ადამი და ევა | National Lampoon Adam & Eve | |
| 2007 | სექსის შემდეგ | After Sex | |
| 2008 | ნუ ეხუმრებით ზოხანს | You Don't Mess with the Zohan | |
| 2008 | კადილაკ რეკორდსი | Cadillac Records | |
| 2008 | გაწვალებული | Tortured | |
| 2009 | წმინდა ჯონი ლას–ვეგასიდან | Saint John of Las Vegas | |
| 2011 | აგვისტოს 5 დღე | 5 Days of August |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ემანუელ შრიკი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- ემანუელ შრიკი - დოსიე, ფოტოსურათები
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ The Philadelphia Inquirer Digital Edition
- ↑ 'In the Mix' with Emmanuelle Chriqui at Hollywood.com
- ↑ http://www.hbo.com/entourage/interviews/emmanuelle_chriqui.html
- ↑ [1]
- ↑ Who's News Blog
- ↑ Emmanuelle Chriqui Joins Showtime's The Borgias. TVGuide.com. წაკითხვის თარიღი: September 22, 2010.
- ↑ Barr, Jason (March 8, 2011). Kevin Michael Richardson Discusses THUNDERCATS; Says Will Friedle Is Lion-O (UPDATED) Emmanuelle Chriqui is Voicing Cheetara. collider.com. წაკითხვის თარიღი: July 29, 2011.