ეკა აკობია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკა აკობია (დ. 23 აგვისტო, 1980, ქ. სოჭი) — ქართველი დიპლომატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ სოჭში. ეკა აკობია 1998-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებზე. 2000-2002 წლებში ჰართვიკის კოლეჯში პოლიტიკურ მეცნიერებებზე, 2002-2004 წლებში კი ბაილორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებზე, შემდგომში კი 2011-2016 წლებში ჯავახიშვილის უნივერსიტეტს დაუბრუნდა და სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე განაგრძო, აღსანიშნავია ისიც, რომ ეკა აკობია არის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორიც.

ეკა აკობია არის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ჰყავს მეუღლე სერგი კაპანაძე და ორი შვილი: ლუკა და ანა კაპანაძეები.

მისთვის მთავარია ოჯახი, პროფესია, სამშობლო და თავისუფლება. მისი საყვარელი ფრაზაა:

ვიკიციტატა
„მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ.“

ეკა აკობია 2008-2016 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ამავე სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორად.

2004 წელს ეკა აკობიამ გაიმარჯვა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდიების კონკურსში და მოამზადა სამაგისტრო კურსი „საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები“ ქართულ ენაზე, რომელიც დაინერგა ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმში და გამოიცა ქართულენოვანი სასწავლო მასალის სახით. ეს წიგნი „საერთაშორი ურთიერთობების თეორია“ 2006 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი მოიცავს 14 ცალკეულ თემას. ეს თემებია: საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის ჩამოყალიბება და დიდი დებატები, თეორიის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში, კლასიკური რეალიზმი, თავდაცვითი და თავდასხმითი რეალიზმი, ლიბერალიზმი, რეჟიმები საერთაშორისო ურთიერთობებში, თანამშრომლობა ანარქიის პირობებში, ნეორეალიზმი, კონსტრუქტივიზმი და მისი კრიტიკა, ნატოს გაფართოება და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები, საერთაშორისო ურთიერთობები და საშინაო პოლიტიკა, პატარა ქვეყნები საერთაშორისო ურთიერთობებში, გლობალიზაცია და საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა.

ეკა აკობია აქტიურად მონაწილეობდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკისა და სასწავლო რესურსების განვითარებაში.

ამჟამად ის იკვლევს ნატოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში და ამ მოვლენების შესაძლო ზეგავლენას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. უმაღლესი აკადემიური შეფასებით. იგი ასევე გახლავთ ამერიკის ეროვნული საპატიო პოლიტიკური საზოგადოება ფაი სიგმა ალფას წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]