ეიჩირო ოდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეიჩირო ოდა
დაიბადა: 1 იანვარი 1975
კუმამოტო, იაპონია
ეროვნება: იაპონელი
ცნობილი ნამუშევრები: One Piece

ეიჩირო ოდა ( ინგლ. 尾田 栄一郎 ოდა ეიჩირო; დ. 1 იანვარი 1975, კუმამოტო, იაპონია) - მანგაკა, ვან პისის მანგის ავტორი. მისი დებიუტი შედგა 17 წლის ასაკში Wanted!-ზე მუშაობის დროს, რომლისთვისაც მიიღო რამდენიმე პრიზი, მათ შორის ტეზუკას პრიზიც. Wanted!-ის წყალობით ოდამ სამსახური მიიღო ჟურნალ შონენ ჯამფში, სინობუ კაიტანის დაეხმარა Suizan Police Gang-ის შექმნაში და შემდეგ მასაია ტოკუჰიროს Jungle King Tar-chan და Mizu no Tomodachi Kappaman მანგების შექმნაში. ორივე მანგამ ოდას დიდი წარმატება მოუტანა. 19 წლის ასაკში ის ნობუჰირო ვაცუკის ასისტენტად მუშოაბდა მანგაზე Rurouni Kenshin. სწორედ ამ დროს დაიწყო მეკობრეებზე პატარა ნაწარმოებების წერა და ხატვა, მათ შორის პატარა ისტორიების კრებულის, სახელწოდებით "Romance Dawn". One Piece შექმნის შემდეგ ოდა გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანგაკა იაპონიაში.

დაქორწინებულია ყოფილ მოდელზე ტიაკი ინაბაზე (იაპონ. 稲葉ちあき ). 2006 წელს მათ შეეძინათ გოგონა.

სამუშაო[რედაქტირება]

  • One Piece (გამოდის 1997 წლიდან)
  • Wanted! (1998, პატარა ისტორიების კრებული)
    • Wanted! (1992)
    • God’s Gift for the Future (1993)
    • Itsuki yakou (1993)
    • Monsters (1994)
    • Romance Dawn (1996)
  • Dragon Ball x One Piece: Cross Epoch (2007)
  • One Piece x Toriko (2011)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]