ეთრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Demophon Aithra Staatliche Antikensammlungen 2687.jpg

ეთრა (ბერძნ. Αἴθρα კრიალა ცა, ნათელი ამინდი) — ტროიძენის მეფის პიტთევსის ასული, ეგეოსის ცოლი, თესევსის დედა (ეგეოსის ან პოსეიდონისაგან). ეგეოსი მასთან მცირე ხანს დარჩა, ათენს გაბრუნდა. ფეხმძიმე ქალი დიდხანს იყო მარტო მამისეულ სახლში. მერე როდესაც თესევსმა მშვენიერი ელენე მოიტაცა, დედას ჩააბარა, თვითონ კი პირითოოსს გაჰყვა ქვესკნელში - მისთვის პერსეფონეს მოსატაცებლად - ჰადესმა გმირები დააბა. სანამ თესევსი იქ იყო მიჯაჭვული, ძმებმა კასტორმა და პოლიდევკემ ელენე დააბრუნეს, მაშინ მას სპარტაში გაჰყვა ეთრა, როგორც მხევალი ან ტყვედ წაიყვანეს. შემდეგ ელენემ ეთრა ტროაშიც იახლა. ტროის აღების შემდეგ კი ეთრა შვილიშვილებმა გამოიხსნეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 160, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეთრა&oldid=2528138“-დან