ევგენი სტანკოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევგენი სტანკოვიჩი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1942(1942-09-19)[1] [2] (81 წლის)
დაბ. ადგილი სვალიავა
საიტი stankovych.org.ua

ევგენი ფედოროვიჩ სტანკოვიჩი (უკრ: Євге́н Фе́дорович Станко́вич; დ. 19 სექტემბერი, 1942) ― თანამედროვე უკრაინელი და საბჭოთა კომპოზიტორი და პედაგოგი, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1986), უკრაინელ კომპოზიტორთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელი (2005-2010), პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის პროფესორი და კომპოზიციის კათედრის ხელმძღვანელი (1988 წლიდან), უკრაინის გმირი (2008).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევგენი სტანკოვიჩი 1942 წლის 19 სექტემბერს ქალაქ სვალიავაში (იმიერკარპატების ოლქი, უსსრ, საბჭოთა კავშირი) დაიბადა.

სწავლობა უჟგოროდის მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ მიკოლა ლისენკოს სახელობის ლვოვის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში (1962-1963, ადამ სოლტისის კლასი) და პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის უკრაინის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში (1965-1970, ბორის ლიატოშინსკისა და მიროსლავ სკორიკას კლასი).

1970-1976 წლებში რედაქტორად მუშაობდა გამომცემლობაში „მუსიკალური უკრაინა“. 1993-1995 წლებში იყო უკრაინის კულტურის სამინისტროს კოლეგიის წევრი.

ევგენი სტანკოვიჩს ეკუთვნის 6 სიმფონია, 12 კამერული სიმფონია, ოპერა „როცა გვიმრები ყვავიან“, 6 ბალეტი, მნიშვნელოვანი რაოდენობის ორატორული, კამერულ-ვოკალური და ინსტრუმენტული ნამუშევარი, 6 სპექტაკლისა და 100-ზე მეტი ფილმის მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის.

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკრაინის გმირი
  • იაროსლავ ბრძენის IV ხარისხის ორდენი (2017)
  • იაროსლავ ბრძენის V ხარისხის ორდენი (2002)
  • უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საპატიო სიგელი (2002)
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი (1982)
  • უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980)
  • ტარას შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემია ([1977]])

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Зинькевич Е. С. Симфонические гиперболы. О музыке Евгения Станковича. — Сумы, 1999., (2-ое изд. Ужгород, 2002).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #123767334 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. filmportal.de — 2005.