ედმუნდ ჰალეი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედმუნდ ჰალეი

ედმუნდ ჰალეი, ჰელი (დ. 29 ოქტომბერი, 1656, ჰეიგერზტაუნი, ლონდონის ახლოს — გ. 14 იანვარი, 1742, გრინვიჩი), ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1678-იდან).

განათლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში, 1703 წლიდან იყო მათემათიკის პროფესორი იქვე, 1720-იდან - გრინვიჩის ობსერვატორიის დირექტორი. შეადგინა სამხრეთის ცის ვარსკვლავთა (341) პირველი ტელესკოპური კატალოგი (1676-1678), დაამტკიცა კომეტის პერიოდულობა (1682); აღმოაჩინა ვარსკვლავთა საკუთარი მოძრაობა (1718), მთვარის მოძრაობის საშუალო აჩქარება და უთანასწორობები იუპიტერისა და სატურნის მოძრაობაში. დააკვირდა მზის დისკოზე ვენერას გავლას. აღმოაჩინა მზის პარალაქსი|პარალაქსის განსაზღვრის მეთოდი (1679), მერკურის მოძრაობაზე დაკვირვებით (1677) კი თვითონ განსაზღვრა მანძილი მზემდე და მერკურამდე. 1698-1700 ექსპედიციის შედეგად შეადგინა პირველი გეომაგნიტური რუკა (1701). პირველმა გამოსცა საკუთარი სახსრებით ი. ნიუტონის "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები". არაბულიდან თარგმნა და 1710 გამოსცა აპოლონიოს პერგელის მათემატიკური შრომები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 594, თბ., 1987