ედიტა მოზერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედიტა მოზერი
სრული სახელი გერმ. Edith Mautner von Markhof
დაიბადა 12 აპრილი 1883
დაბადების ადგილი ვენა ავსტრია-უნგრეთი
გარდაიცვალა 3 ნოემბერი 1969 (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი მადლინგი, ქვემო ავსტრია, ავსტრიის დროშა ავსტრია
სფერო გრაფიკა
მიმდინარეობა მოდერნი

ედიტა მოზერი (გერმ. Editha Moser; დ. 12 აპრილი, 1883, ვენა — გ. 3 ნოემბერი, 1969, მედლინგი, ქვემო ავსტრია ), ასევე ცნობილია, როგორც დიტა მოზერი —  ავსტრიელი მხატვარი-გრაფიკოსი, ვენის სეცესიონის ჯგუფის წევრი. [1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედიტა დაიბადა მდიდარი მრეწველისა და ქველმოქმედის კარლ ფერდინანდ მაუტნერ ფონ მარხოფის და მისი მეორე ცოლის, ედიტა სუნსტენაუ ფონ შუტცენტალის ოჯახში, მის გარდა, ოჯახში კიდევ 4 ქალიშვილი იზრდებოდა. მაუტნერ ფონ მარკჰოფის ოჯახი ბოჰემიიდან იყო. ედიტის ბაბუამ, ადოლფ იგნასმა,  გამოიგონა ლუდის მაცივარი, რამაც შესაძლებელი გახადა ლუდის წარმოება მთელი წლის განმავლობაში.

ედიტას მამამ და ბაბუამ დააარსეს და მხარი დაუჭირეს საქველმოქმედო ფონდებსა და ორგანიზაციებს ბოჰემიასა და ვენაში, დააფინანსეს ვენის საავადმყოფო და განათავსეს სამხედრო საავადმყოფოები თავიანთ ქარხნებში 1859, 1864, 1866 წლებში და ა.შ. 1872 წელს ოჯახს მიენიჭა თავადაზნაურთა ტიტული. კარლ ფერდინანდმა დააფინანსა ბავშვთა საავადმყოფოს, ეკლესიისა და ინფექციური საავადმყოფოს ფრთის მშენებლობა.[2][3][4]

ედიტა სუსტენაი ფონ შუტცენტალი დაიბადა კრაკოვში, ოფიცრის ოჯახში. იგი გახლდათ  გოგონების უმაღლესი და საშუალო განათლების აქტიური მხარდამჭერი, მსახურობდა მსხვილი სასკოლო ასოციაციების დირექტორთა საბჭოში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იყო  ქალების  უზრუნველყოფასთანგანათლებით.  ასევე გახლდათ  პრეზიდენტი საზოგადოებისა ქალთა გაძლიერებული განათლებისთვის, რომლის ხელშეწყობითაც გოგონებისთვის დაარსდა პირველი ჰუმანიტარული გიმნაზია  გერმანულენოვან ტერიტორიაზე.[5]

ედიტა მოზერი 1902-1905 წლებში მიწვეული სტუდენტის სტატუსით  სწავლობდა ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში. არქიტექტურის კურსს გადიოდა იოზეფ ჰოფმანთან, ხატვას — კარლ ოტო ჩეშკასთან, ხოლო კალიგრაფიას და ჰერალდიკასრუდოლფ ფონ ლარიშთან.

1903 წელს მან გაიცნო კოლომან მოზერი და  1905 წლის 1 ივლისს მასზე დაქორწინდა. წყვილს  შეეძინა ორი ვაჟი: კარლი (1906-1976) და დიტრიხი (1909-1925). 1918 წელს კარლი სიმსივნით გარდაიცვალა.

1919 წელს დიტა მოზერი დაფეხმძიმდა და იძულებული გახდა გათხოვილიყო.[6] მისი მეორე ქმარი გახლდათ ყავის სახლის მფლობელი ადოლფ ჰაუსკა (1881-1929).  ქორწინებაში წყვილს   სამი შვილი შეეძინა: ედიტა (1919-1920), თეოდორე (1920-1921) და ადოლფი (1922-1945).

დიტა მოზერი გარდაიცვალა 1969 წელს და დაკრძალეს სასაფლაოზე კოლომან მოზერის გვერდით. იქვე არიან დაკრძალულები მათი ვაჟები: დიტრიხი და კარლი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიტა მოზერმა სახელი გაითქვა, როგორც გრაფიკოსმა, რომელიც სპეციალიზირებული  იყო  კალენდრისა და სათამაშო ბანქოს დიზაინში. მეუღლესთან, მასწავლებლებთან და სხვა ცნობილ მხატვრებთან ერთად, როგორიც იყო გუსტავ კლიმტი, ედიტა მოზერი მონაწილეობდა ვენის სეცესიონში. როდესაც კოლომან მოზერმა 1905 წელს გუსტავ კლიმტთან და სხვა მხატვრებთან ერთად დატოვა ვენის სეცესიონი, ედიტა მოზერი მეუღლეს დაეხმარა დაეარსებინა ახალი ჯგუფი, „ვენის სახელოსნოები“ (გერმ.: Wiener Werkstätte).

1906 წელს დიტა მოზერმა ტაროს კარტი გამოუშვა, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა და შეფასდა, როგორც გრაფიკული დიზაინის ტრიუმფი.[7] 1908-1913 წლებში დიტა მოზერმა შექმნა კალენდრები ბიბლიური და მითოლოგიური თემების ილუსტრაციებით. კალენდრები  მცირე საახალწლო სასაჩუქრე ტირაჟით გამოქვეყნდა, რომლებიც მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი. [8][9][10]

მიუხედავად იმისა, რომ დიტა მოზერი გრაფიკულ დიზაინერად აღიარეს, მისი ნამუშევრები შეზღუდული რაოდენობით გამოდიოდა.  ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარმა მოაღწია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მან მთლიანად შეწყვიტა  საქმიანობა, როგორც მხატვარმა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. maccaferi. "Vienna Secession - A History". Retrieved 2020-11-30.
  2. Stekl, H. Mautner von Markhof, Adolf Ignaz (გერმ.) // Österreichisches Biographisches Lexikon. — S. 165—166.
  3. Stekl, H. Mautner von Markhof, Karl Ferdinand (გერმ.) // Österreichisches Biographisches Lexikon. — S. 167
  4. "This Wiener Werkstätte Master Made Everything into Art". The Study. 2019-04-12. Retrieved 2020-11-30.
  5. Meißner, H. Mautner von Markhof, Editha (გერმ.) // Österreichisches Biographisches Lexikon. — S. 166.
  6. Franz Smola. Wien 1900: Sammlung Leopold, Wien. — Christian Brandstätter Verlag, 2009. — 212 с. — ISBN 978-3-85033-331-3.
  7. Ditha Moser: Jugendstil Tarot Cards. Neue Galerie Design Shop & Book Store. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2021.
  8. "Artists & Designers - Wiener Werkstätte (1903-1932) - DMA Collection Online". collections.dma.org. Retrieved 2020-12-01.
  9. "Ditha Moser: Jugendstil Tarot Cards". Neue Galerie Design Shop & Book Store. Retrieved 2020-12-01.
  10. Christie's "Lot 117" www.christies.com. Historic Cards and Games: The Stuart and Marilyn R. Kaplan Collection. Archived from the original on 2020-12-10. Retrieved 2020-11-30.