დუნაი-დრავას ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

დუნაი-დრავას ეროვნული პარკი

უნგრ. Duna-Dráva Nemzeti Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
კოორდინატები კოორდინატები: 46°15′00″N 18°53′00″E / 46.25° ჩ. გ. 18.8833° ა. გ. / 46.25; 18.8833
ფართობი 494,79 ჰა
დაარსდა 1966
ოფიციალური საიტი https://ddnp.hu/

დუნაი-დრავა ( უნგრ. Duna-Dráva Nemzeti Park ) — უნგრეთის სამხრეთით მდებარე ეროვნული პარკი, სამხრეთ ტრანსდანუბიის რეგიონში, სომოგის, ბარანიას და ტოლნას მიდამოებში. პარკის ტერიტორია შედგება 21 ნაწილისგან, რომლებიც მიმოფანტულია დიდ ტერიტორიაზე, ძირითადად დუნაის და დრავას გასწვრივ, ასევე ამ მდინარეების შუაში. პარკის საერთო ფართობია 494,79 კმ². მდინარე დრავასა და დუნაის შორის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი რეგიონები გარემოსდაცვითი კონტროლის ქვეშ 1962 წლიდან მოექცა. ეროვნული პარკი დაარსდა 1996 წელს.[1]

მნიშვნელოვანი ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭალის ტყის ტერიტორია განლაგებულია დუნაის მარჯვენა სანაპიროზე სეკსარდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მოჰაჩის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ბაიას მოპირდაპირედ. გემენეცის ტერიტორიაზე, რომელიც შედის ეროვნული პარკის შემადგენლობასი, მოეწყო ზოოლოგიური ნაკრძალი.

გემენცი დასერილია დუნაის და მისი შენაკადი შიოს ტოტებით, გვერდითი არხებითა და ნამდინარევებით . ბევრ მათგანს აქვს უკიდურესად მკვეთრი ფორმა და ქმნის დიდი რაოდენობით კუნძულებს.

ნაკრძალში მოეწყო სადემონსტრაციო ზონა ტაფლოშ-გოგა კონცხზე შიოსა და დუნაის ერთ-ერთ ნამდინარევს შორის. ექსპოზიციის საშუალებით აღდგენილია ამ რეგიონში უნგრელი გლეხების ტრადიციულ ცხოვრების წესი. აქ ასევე შესაძლებელის უნგრული ტრადიციული შინაური ცხოველების ჯიშების ნახვა.

გემენეცის ფაუნა მდიდარია — აქ ბინადრობს ბევრი გარეული ცხოველი. ასევე ფრინველები — არწივები, ყანჩები, წეროები და ა.შ.[2]

დრავას ველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრავა მიედინება სამხრეთ ტრანსდანუბის რეგიონის ტერიტორიაზე 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე. ბევრგან ის ქმნის საზღვარს ხორვატიასთან, ზოგჯერ მთლიანად შედის უნგრეთის ან ხორვატიის ტერიტორიაზე. უნგრეთის სხვა დიდი მდინარეების, მათ შორის, დუნაისა და ტიზასგან განსხვავებით, დრავაზე პრაქტიკულად არ ჩატარებულა ჰიდრავლიკური სამუშაოები, რამაც საშუალება მისცა მის ნაპირებზე ხელუხლებელი ბუნების ტერიტორიების შენარჩუნებას, რომელთაგან ბევრი პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბევრ რაიონში დრავა ქმნის უამრავ ტბას, გვერდით არხებსა და კუნძულებს.

ნაპირებზე იზრდება მურყანი, იფანი და წიფელი ; მდინარის ტბებსა და გვერდით განშტოებებზე უხვადაა წარმოდგენილი ტირიფი . ნაპირების კლდეებში ბუდობენ მერცხლები, ჩვეულებრივი მეფისნარევები (ქინგფიშერი), და კვირიონი . მდინარე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადამფრენი წყლის ფრინველებისთვის, მათი ნახვა შეიძლება ადრე გაზაფხულზე მდინარე დრავაზე.[3]

ლანკოცის ტყე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე დრავა შომოდის ოლქში

ლანკოცის ტყე გადაჭიმულია ვიზვარიდან ჩრდილო-დასავლეთით, დრავას პარალელურად. ხეებიდან აღსანიშნავია მუხა, თელა, იფანი ბუჩქების ქვეტყითა და ვაზის ხეებით . წყალდიდობის დროს ტყე რეგულარულად იტბორება.

ბარჩის ტყე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარჩის ღვიის ტყე გადის დრავადან ქალაქ ბარჩის ჩრდილო-აღმოსავლეთით. გამოირჩევა მდიდარი ფლორითა და ფაუნით.

მეჩეკისა და აბალიგეტის მღვიმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეჩის ჩრდილოეთით არის მეჩეკის მთიანი ტყიანი რეგიონი, რომლის მრავალი ნაწილი დაცულია. მეჩეკის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა აბალიგეტის სტალაქტიტების მღვიმე , რომელიც ღიაა საზოგადოებისთვის. მღვიმე ჩამოყალიბდა მიწისქვეშა ნაკადის ქანების ეროზიით. მასში დაცულია ღამურების სახეობები.[4][5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Official website
  2. https://www.termeszetjaro.hu/hu/poi/pecsetelohely/lankoci-gatorhaz-akph_04-/22720751/#dm=1 უნგრ.
  3. https://maps.hungaricana.hu/en/MOLTerkeptar/10127/view/?bbox=-1699%2C-15944%2C9063%2C-11310 უნგრ.
  4. https://maps.arcanum.com/hu/map/hungary1941/?layers=29&bbox=1890980.3045205825%2C5812639.639572432%2C1906105.281492512%2C5818190.878751643 უნგრ.
  5. Copia archivada //დაარქივებულია ორიგინალიდან 8 თებერვალს 2010. Посетен на 15 de julio de 2012.