დუმიანი ცხვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დუმიანი ცხვარი — სახორცე-საქონე ტიპის უხეშ და ნახევრად უხეშმატყლიან ცხვრის ჯიშთა ჯგუფი. დუმიან ცხვარს გავაზე ცხიმოვანი დანაგროვი (დუმა) აქვს. ეგუება უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს პირობებს, კარგად გამეჩხერებულ საძოვარს და იტანს ხანგრძლივ გადასვლებს. ჯიშისათვის დამახასიათებელია სახორცე პროდუქტიულობა. დუმიანი ცხვრის დიდტანიანი ჯიშებია: ჰისარული, სარაჯინული და ედელბაევის. ცოცხალი მასა ერკემლისა 110-130 კგ, მაქსიმალური 180 კგ-მდე, ნერბისა 60-65, მაქსიმალური 130 კგ-მდე. დუმა 5-7 კგ, ზოგიერთი ჯიშისა (ჰისარული) 20-30 კგ-მდე. დუმიანი ცხვარი ნაკლებპროდუქტიულია. უმეტესუ ჯიშების ნაპარსი მატყლი საშუალო 2,0-2,2 კგ. მატყლი არაერთგვაროვანია, ბლომად ურევია მკვდარი ბეწვი. იყენებენ უხეში მაუდის ხალიჩის და სხვა დასამზადებლად. დუმიანი ცხვრის ნაყოფიერებაა 105-120 ბატკანი 100 ნერბზე. გავრცელებულია ჩინეთში, ირანში, ავღანეთში, შუა აზიასა და ყაზახეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]