დიჯეი ბობო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიჯეი ბობო
DJ Bobo Koln 2005.jpg
დიჯეი ბობო
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 იანვარი, 1968 (1968-01-05) (46 წლის)
წარმოშობა კელიკენი, შვეიცარია
ჟანრ(ებ)ი ევროდენსი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მოცეკვავე, მუსიკოსი
აქტიური 1989 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Fresh Music (1989–1993)
EAMS (1994–2001)
BMG (2002–2003)
Yes Music (2004–present)
საიტი djbobo.ch

დიჯეი ბობო (DJ BoBo, ნამდვილი სახელი: პეტერ რენე კიპირიანო ბაუმანი, დ. 5 იანვარი 1968) — შვეიცარიელი მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი. საერთო ჯამში მას გაყიდული აქვს 14 მილიონი დისკი, გამოცემული აქვს 10 სტუდიური ალბომი და რამდენიმე კრებული. დიჯეი ბობომ დღემდე გამოსცა 34 სინგლი, რომელთა ნაწილი გერმანულენოვან და არა მხოლოდ გერმანულენოვან ქვეყნებში მაღალ პოზიციებს იკავებდა. მას ასევე გამოცემული აქვს კრებულები საკუთარი სიმღერების გადამუშავებული ვერსიებით.[1]

დიჯეი ბობომ პირველად წარმატებას მიაღწია ჰიტ-სინგლით „Somebody Dance With Me“. წლების განმავლობაში ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვეს სინგლებმა „Keep on Dancing“, „Take Control“, „Everybody“, „Let the Dream Come True“, „Love is All Around“, „Freedom“, „Pray“ და „What a Feeling“, ისევე როგორც მასიურმა ჰიტმა „Chihuahua“. მუსიკოსს მიღებული აქვს უამრავი ოქროს და პლატინის სტატუსის მქონე შეფასებები ალბომების გაყიდული რაოდენობისათვის. იგი დღემდე პოპულარულია მრავალ ევროპულ ქვეყანაში და ითვლება შვეიცარიის ყველაზე გაყიდვად მუსიკოსად.[2]

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
კომპილაციები
ცოცხალი ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Das sind die Musik-Events 2010 in Köln. Koeln.de. წაკითხვის თარიღი: 2010-10-31.
  2. Awards. djbobo.ch. წაკითხვის თარიღი: 2010-10-31.