World in Motion

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
World in Motion
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 30 სექტემბერი, 1996
ჟანრი ევროდენსი
ხანგრძლივობა 54:57
ლეიბლი BMG
ZYX Music
Snake's Music
ToCo International EAMS
პროდიუსერი რენე ბაუმანი
დიჯეი ბობო — ქრონოლოგია
Just for You
(1995)
World in Motion
(1996)
Magic
(1998)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars[1]

World in Motionდიჯეი ბობოს მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1996 წელს. მან ევროპაში დიდი წარმატება იქონია, განსაკუთრებით სინგლების დახმარებით, რომელთა შორის აღსანიშნავია Pray, It's My Life და Shadows Of The Night. საგულისხმოა, რომ Shadows Of The Night ჩაწერილი იქნა ვენის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რაც ევროდენსისათვის საკმაოდ უჩვეულოც იყო. საკონცერტო შესრულება ორკესტრის მონაწილეობით შედგა მხოლოდ ერთხელ, ბერლინში.

1997 წელს გამოვიდა ალბომის „ზამთრის“ ვერსია, რამდენიმე რემიქსით და ახალი სიმღერებით - Can You Hear Me და Queen-ის Radio Ga Ga-ს ახალი ვერსიით. საკონცერტო ტურნემ, რომელიც დისკის გამოცემას მოჰყვა, უდიდესი წარმატება იქონია - განსაკუთრებით სასცენო გაფორმებისა და ფერადი კოსტუმების დიდი რაოდენობის გამო.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Respect Yourself“4:24
2.„Pray“3:50
3.„World In Motion“4:51
4.„It's My Life“4:12
5.„Let Me Feel The Love“4:17
6.„We Are Children“4:01
7.„Midnight“0:20
8.„Shadows Of The Night“5:40
9.„Don't Stop The Music“3:56
10.„For Now And Forever“4:30
11.„Tell Me When“4:11
12.„The Colour Of Freedom“4:45
13.„Interlude“0:20
14.„Wonderful World“3:22
15.„World In Motion (Gira El Mundo)“2:18

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]