დიყი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიყი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ქოლგოსანნი
გვარი: დიყი
ლათინური სახელი
Heracleum

დიყი (Heracleum), მცენარეთა გვარი ქოლგისანთა ოჯახისა. მაღალი ორ- და მრავალწლოვანი ბალახებია. აქვს დიდი ზომის დანაკვთული და მთლიანი ფოთლები, თეთრი, მომწვანო-ყვითელი ან ვარდისფერი რთულ ქოლგა ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები. 70-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ძირითადად აღმოსაველთი ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში; მხოლოდ 1 სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში. კავკასიაში 25 სახეობაა; საქართველოში — 21, რომელთაგან 6 საქართველოს ენდემია, 8 — კავკასიისა. იზრდება უმეტესად ტყისა და სუბალპურ სარტყელში. საქართველოს სუბალპურ მაღალბალახეულში ფართოდაა გავრცელებული სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi) და მანტეგაცის დიყი (Heracleum mantegazzianum). დიყი სასილოსე და დეკორატიული მცენარეა. მის ნორჩ ყლორტებს მთის მოსახლეობა საჭმელად იყენებს. ფოთლები და ნაყოფი მდიდარია ეთერზეთებით. ზოგიერთი სახეობა შეხებისას კანს აღიზიანებს და წყლულს აჩენს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გაგნიძე რ., ქსე, ტ. 3, გვ. 592, თბ., 1978
მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%98"-დან
პირადი ხელსაწყოები