დინგვარსკვლავა, ცხვირვარსკვლავა (ლათ.Condylura cristata) — მწერიჭამიაძუძუმწოვარითხუნელასებრთაოჯახისა. გარე იერით ჩვეულებრივ თხუნელას წააგავს. მისი სხეულის სიგრძეა 100–127 სმ, კუდისა — 55–85 სმ, მასა — 40–85 გ. წინა თათები უფრო სუსტია, ვიდრე დანარჩენი თხუნელებისა. დინგის ბოლოში შიშველი ოვალური დისკო აქვს კანის ფოჩებიანი კიდეებით, რაც მრავალქიმიან ვარსკვლავს წააგავს. ბეწვი შეფერილია მუქ ყავისფრად ან შავად. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში (სამხრეთ-აღმოსავლეთ კანადასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ში). ახასიათებს მიწისქვეშა ცხოვრების ნირი. ბინადრობს მდელოებში, ბოსტნებში, ბაღებში, რბილ და თხრისთვის ხელსაყრელ ტყის პირებში. იკვებება ჭიებითა და მიწის მწერებით. შობს 2–7 ნაშიერს, წელიწადში ერთხელ.