დიდგორის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდგორის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ხევის მარჯვენა მხარეს, მაღალ გორაზე. განეკუთვნება II ათასწლეულის ბოლო საუკუნეებს.

ძეგლს 1970 წლებში მიაკვლია კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). ნამოსახლარი, რომლის სიგრძე 80 მეტრია, ხოლო სიგანე 90 მეტრი, ოვალურია. მას სუსტად გამოხატული თავდაცვითი ზღუდე აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]