დევიდ სტერნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
დევიდ სტერნი |
||
|---|---|---|
| სახელი დაბადებისას | დევიდ ჯოელ სტერნი | |
| დაბადების თარიღი | 22 სექტემბერი 1942 | |
| დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ | |
| მოღვაწეობა | NBA რწმუნებული | |
| განათლება | Rutgers University Columbia Law School |
|
| მოქალაქეობა | ამერიკელი | |
დევიდ ჯოელ სტერნი (ინგლ. David Joel Stern) — ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რწმუნებული, რომელიც 1942 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. მან მოღვაწეობა 1966 წელს დაიწყო ასოციაციაში, როგორც გარე კონსულმა, 1978 წელს კი NBA-ს მთავარი კონსული გახდა, ხოლო 1980 წლის ლიგის აღმასრულებლის ვიცე პრეზიდენტი გახდა. რწმუნებულის ადგილი, მან 1984 წელს დაიკავა, რომელმაც წარმატებით ჩაანაცვლა ლარი ობრაიანი. მის ანგარიშზეა NBA-ს წარმატების ახალი ერა და ასევე პოპულარობის საგრძნობი ზრდა 1990-2000 წლებში.
NBA-ში აღსაღნიშნი შემთხვევები [რედაქტირება]
- 6 გუნდისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა (კლიპერსი, კინგსი, გრიზლი, ნეტსი, ჰორნეტსი და სონიქსი)
- 7 ახალი გუნდი (ჰორნეტსი, ტიმბერვულვზი, ჰიტი, მეჯიკი, გრიზლი, რაპტორსი და ბობკეტსი)
- NBA ფინალის გამარჯვებულის თასს შეეცვალა სახელი და გახდა ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი.
- NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდომ შეიცვალა სახელი და დაერქვა ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო.
- 4 NBA ლოკაუტი (1995, 1996, 1998–99 და 2011 წლებში)